|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო კლუბი ,,ზესტაფონმა" დაფინანსება ვერ მიიღო

ხმაურის ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ზესტაფონში, სადაც საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის" მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი განიხილებოდა. მიუხედავად კლუბისადმი დიდი მხარდაჭერისა, მისი დაფინანსების საკითხი უარყოფითად გადაწყდა.

საკრებულოზე წარმოდგენილი 30 დეპუტატიდან კლუბის დაფინანსებას მხარი 13-მა დაუჭირა, ხოლო 17 წინააღმდეგი წავიდა.

ზესტაფონის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის კახა შავგულიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მიერ კერძო კლუბის დაფინანსება, იურიდიულად გაუმართლებელია და მსგავსი გადაწყვეტილება კანონში წინააღმდეგობასთან მოდის.




ავტორი: გიგა გელხვიიძე,ბექა გერაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა