ქუთაისის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებლის სიმცირეს განიცდის
რა ადგილი უჭირავს მუზეუმს ქუთაისელთა ცხოვრებაში, რამდენად ხშირად სტუმრობენ ადგილობრივები დაწესებულებას, სადაც 200 000–ზე მეტი ექსპონატი ინახება? „ნიუპრესის“ კითხვებს მუზეუმის ფონდების მცველმა დავით სულაბერიძემ უპასუხა.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილება 1912 წელს დაარსდა. კოლექცია თავდაპირველად ცნობილი მოღვაწის, გრიგოლ გველესიანის სახლში მოათავსეს, 1922 წელს კი კოლექციის ბაზაზე საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი დაარსდა, რომლის პირველი დირექტორი ტრიფონ ჯაფარიძე იყო. 1948 წელს მუზეუმმა ქუთაისში, თბილისის ქუჩის პირველ ნომერში დაიდო ბინა. თუმცა შენობის სიძველის და ფართის სიმცირის გამო სამუზეუმო ექსპონანტები შენობაში ვერ ეტეოდა, მათ არსებობას საფრთხე ექმნებოდა.
2011 წელს მუზეუმი პუშკინის ქუჩაზე გადავიდა.
როგორც მუზეუმის წარმომადგენელი დავით სულაბერიძე იხსენებს, შეთავაზებული
შენობებიდან ყველაზე ოპტიმალური ყოფილი ეროვნული ბანკის ფილიალის შენობა იყო,
რომელიც 1896 წელსაა აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამის
გამო შენობაში მნიშველოვანი
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
–მუზეუმი ძველ შენობაში ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში იყო. არ გვქონდა საკმარისი ფართი და არც კოლექციების დასაცავად საჭირო საცავები არსებობდა. ამიტომ მიდიოდა საუბრები ახლა შენობაში გადასვლაზე. შემოთავაზებული ფართებიდან, ეს ყველაზე კარგი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, რომ ქალაქის ცენტრშია, ასევე აქვს სავენტილაციო და ხანძარსაწინაააღმდეგო სისტემები. ჰყავს სადღეღამისო დაცვა. ამასთან ერთად მერიამ გადმოქცა მეორე კორპუსი, რომელიც ამავე ქუჩაზე მდებარეობს და სადაც სამუზეუმო კოლექციები და ფონდებია განთავსებული. პრობლემა არის საგამოფენო დარბაზების სიმცირე, ორი მცირე დარბაზი გვაქვს და მხოლოდ ექსპონანტების 2%-იაგამოფენილი. შენობა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია, აქედან გამომდინარე იერ-სახის შეცვლა საკმაოდ რთულია. დახვეწილ მიდგომას მოითხოვს.
–რამდენი ექსპონატია ამ დროისთვის მუზეუმში და რომელია ყველაზე ძველი და
მნიშვნელოვანი, რომ გვიამბოთ რამდენიმე მათგანის ისტორია?
–225 000–მდე ექსპოანტს
ვუვლით. რა თქმა უნდა, ყველა ერთი მნიშვნელობის
არაა. გვაქვს უნიკალური ნივთები, რომელთაც ღირებულება, არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის,
არამედ ახლო აღმოსავლეთის ისტორიისთვისაც აქვს. მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე საუკუნეების ხელნაწერი წიგნები ინახება აქ. არის
ნუმიზმატიკური კოლექცია, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნის მონეტები, რომლებიც
უტყუარად ადასტურებს, რომ ძველი კოლხეთის სახელმწიფოს არსებობდა. სადაც იჭრებოდა მონეტები. მეხუთე საუკუნის უნიკუმი, რომელიც
მსოფლიოში ერთადერთია.
ასევე არის კოლექციები, რომლებიც კავკასიაში პირველყოფილი ადამიანის არსებობას
ადასტურებენ. წყალწითელას ხეობაში აღმოჩენილმა ძეგლებმა ცხადყო და დაადასტურა ის, რაც
მანამდე არ იყო ცნობილი მეცნიერებაში. ამ გამოკლვევებმა აჩვენა ,რომ ქუთაისის ტერიტორიაზე
100 000 წლის წინანდელი ქვის ხანის ადამიანი ცხოვრობდა. იქ არსებული მატერიარული
მასალები კი ჩვენს მუზეუმშია დაცული. მუზეუმი
ინახავს უნიკალურ არქოლოგიურ კოლექციებს, შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების ნიმუშებს.
ჭედური ხელოვნების ყველაზე მდიდარი კოლექციაა.
ამდენი რაოდენობა არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არაა შემორჩენილი.
–როგორია მუზეუმის ყოველდღიური ცხოვრება, ადგილობრივები უფრო ინტერესდებიან
მუზეუმში დაცული კოლექციებით, თუ უცხოელი ვიზიტორები?
–მოგეხსენებათ ტურისტული
სეზონი დაიწყო. შესაბამისად, გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ვიზიტები ხდება, როგორც ორგანიზებულად, ასევე სპონტანურადაც. ტურისტულ სააგენტოებთან გვაქვს თანამშრომლობა, რომლებიც
გვიგზავნიან ტურისტულ ჯგუფებს. რაც შეეხება ადგილორბივ დამთვალიერებელს, ნაკლებად არიან.
მუზეუმის ადგილის შეცვლისას აქტიურობდნენ, აინტერესებდათ, სად გადაინაცვლა მუზეუმმა.
ამის შემდეგ იშვიათად გვსტუმრობენ რიგითი მოქალაქეები. ძირითადად სკოლის მოსწავლეები
და სტუდენტები მოდიან. ვინაიდან სასწავლო პროგრამები
გვაქვს, სხვადსასხვა თემებზე ვმუშაობთ. ამიტომ სამიზნე ჯგუფებს მაინც ახალგაზრდები
წარმოაგენენ. აღსანიშნავია, ისიც, რომ მუზეუმს დამთვალიერებელი სათაფლიისა და პრომეთეს
მღვიმეებმაც შეუმცირეს. რადგან მოქალქეების ინტერესს ბუნებრივი ძეგლები მეტად იწვევდა.
ქუთაისის
სახელმწიფო ისტრიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
სამინისტროსგან 310 000 ლარით ფინანსდება, რასაც ქუთაისის ბიუჯეტიდან
გამოყოფილი 83 000 ლარი ემატება, მჟამად მუზეუმის ექსპონატებზე 60–მდე
თანამშრომელი ზრუნავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი