|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადადგნენ თუ გადააყენეს?!

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულმა ცვლილებებმა გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.  ოპოზიციაში, ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასა“ და ,,თავისუფალ დემოკრატებში“ არ გამორიცხავენ, რომ მინისტრების გადადგომა არა მათი ინიციატივა, არამედ იძულებითი ნაბიჯი იყო.



 ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადებით, ლევან ყიფიანი თავისი ნებით არ გადამდგარა, მას წასვლა ბიძინა ივანიშვილმა აიძულა.  ,,ვინ ეკითხება ლევან ყიფიანს, როდის გადადგება, როგორ გადადგება და რა პირობებში. ის გადააყენა ბიძინა ივანიშვილმა, ისევე, როგორც სხვა ორი მისი წინამორბედი. ზოგს ავადმყოფობა მოამიზეზებინა, ზოგს ოჯახური მდგომარეობა“, - აცხადებს ხაჩიძე.

 ,,ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ,,თავისუფალი დემოკრატები“ ნაკლებად კატეგორიულები არიან.  "უაღრესად საინტერესო",   ასეთ შეფასებას აძლევს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოუაძე.



  ,,ყველაფერი არის მოსალოდნელი, დინამიკას თუ დავაკვირდებით, ბოლო ორ დღეში უკვე ორი მინისტრი გადადგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამივე ამ მინისტრს დააწერინეს განცხადება.  თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ყიფიანს მიეღო ასევე პიროვნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა გოგუაძემ.

 განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. კოალიცია  ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და მასში განსაკუთრებული არაფერია.

,,ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები მათ მიერ თვენახევრის წინ ჩატარებული 10 000 კაციანი მიტინგის გამოძახილია, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება.  ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, მინისტრები მიდიან და მოდიან“, - აცხადებს ძიძიგური.

    


 დღეის მონაცემებით, მინისტრთა კაბინეტში სამი ვაკანტური თანამდებობაა, რომლის შევსების შემდეგ, 1/3- თ განახლებული მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტმა ერთი კვირის ვადაში პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს. აღნიშნულის შემდგომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 7 დღე აქვს მსჯელობისათვის, გამოუცხადოს თუ არა ხელახალი ნდობა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისათვის  75 ხმა არის საჭირო.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა