|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაარღვია თუ არა კანონი იმერეთის გუბერნატორმა?

  "ქონება, რომელიც იმერეთის გუბერნატორმა დეკლარაციაში არ შეიტანა, რეალურად არსებობს და ამით მან  საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი დაარღვია" - ასე ეხმაურება ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის რეგიონალური ოფისის კოორდინატორი თეონა ზაქარაშვილი იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებას.

,,ის ქონება, რომელიც იმერეთის გუბერნატორმა არ შეიტანა დეკლარაციაში, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით არსებობს, შესაბამისად, უკვე წარმოშობს ვალდებულებას თანამდებობის პირმა კანონმდებლობით დადგენილი ნორმები დაიცვას. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი ჭიჭინაძე ამ დრომდე შპსგროსს ტურ ჯორჯიას“ (/ 400104203) 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც თანამდებობის პირს რომელიმე საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. რაც შეეხება, იღებს თუ არა სარგებელს და რა მოგება და ბრუნვა აქვს ამ კომპანიას, ეს უკვე საგადასახადო სფეროს განეკუთვნება და საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს. შესაბამისად, მონაცემები ამ ნაწილში მხოლოდ მის ხელმძღვანელს და 10% წილის მფლობელს(ანუ იმერეთის გუბერნატორს) აქვს. იმერეთის გუბერნატორი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი,  ვალდებულია დაიცვას კანონის მოთხოვნები და იმოქმედოს დადგენილი ნორმების შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა