|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მგელი კორპუსის სადარბაზოში

გორში, ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ადგილობრივებმა მგელი იპოვეს. გარეული ცხოველი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა საცხოვრებელ სახლებში შესვლას, გამთენიისას კი ადგილობრივებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამსაშველო სამსახურის თანამშრომლებიც. მას შემდეგ რაც სპეციალისტებმა ცხოველის დაჭერა სპეციალური ხესაწყოებით ვერ შეძლეს, მგლის ლიკვიდაციისათვის სპეციალური ნებართვა აიღეს.

სადარბაზოში საპატრულო პოლიციელებმა მგელი 5 გასროლით მოკლეს. ამ დრომდე უცნობია, როგორ მოხვდა მგელი ქალაქის ცენტრში.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა