|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დეკრიმინალიზაციას ლეგალიზაცია მოჰყვება"


ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციათან დაკავშირებით ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია თავის მოსაზრებას  ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ  ვებ გვერდზე აფიქსირებს. „სრულად ვიზიარებ ამ შემთხვევაში პრემიერის პოზიციას! მეტიც, ჩემს ხმას ვერ ეღირსება პოლიტიკური ძალა, რომელიც დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციას დაუშვებს.   ახლა შევედი . ღარიბაშვილის გვერდზე და ვნახე ახალგაზრდების უპრეცედენტო აქტივობა. ასობით ახალგაზრდას კომენტარი, დათაგვები - "არ დაიჭირო" და ასე შემდეგ. ასეთი აქტივობა რომ ამ ყმაწვილებს წამების წინააღმდეგ, თანასწორობის, თავისუფლების, თანაგრძნობის იდეალებისკენ სწრაფვაში გამოეჩინათ და არა - გაბრუებისაკენ ლტოლვაში, ვინძლო უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა!"-წერს გამსახურდია. 

მისი აზრით, დეკრიმინალიზაციას ლეგალიზაცია მოჰყვება ლოგიკურად, მსუბუქი ნარკოტიკებისას - მძიმე ნარკოტიკების დაშვება.  "და ბოლოს, კაცმა რომ თქვას, რატომ, რა უფლებით უნდა დაიჭირო ნარკომოვაჭრე? იმიტომ რომ უბრალოდ აწვდის საზოგადოებას მოთხოვნად პროდუქტს? თუ იმიტომ, რომ "შავად" ყიდის? ამას ადმინისტრაციული სამართალიც გაწვდება... აი, ეს შედეგები მოჰყვება უმწიფარი, გამოუცდელი ახალგაზრდების აყოლას, რომელთაც საკუთარ შვილებზე პასუხისმგებლობის აღებაც არ შეუძლიათ!

პ.ს. "არ დაიჭირო", უმკურნალე! ისე ლაღად და ჰაიჰარად ისვრიან ამ ლოზუნგებს, თუ დაფიქრებულან შედეგებზე? აქვს დღეს სახელმწიფოს საშუალება, ასვას, აჭამოს, შეინახოს და წამალი უკეთოს ათიათასობით მუქთახორას და კიდვ ათიათასებს - იქ მოხვედრა ცხოვრების მიზნად ექცევათ. ასე იქნება ეს ამბავი საქართველოში... თქვენი არ ვიცი, და მე, პირადად, არავითარი სურვილი არა მაქვს ჩემი გადახდილი გადასახადებით მათი შენახვისა“, -წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

ავტორი: ნიუპრესი