|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკანონო პატიმრები დაკარგული სამართლის მოთხოვნით

ციხეებში არ­სებული პა­ტიმ­რების წა­მების პრაქ­ტი­კის მსგავ­სად, ქარ­თულ სა­ზო­გა­დოებაში არა­ნაკ­ლებ აღ­შფო­თებას იწ­ვევს ე.წ. უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რების თე­მა.

უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რები და მა­თი ახლობლები ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­­ლობაში სა­მარ­თლი­­ნობის აღ­დგე­ნას ითხოვენ.

ავ­თო ქობულა­ძე ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი­ა, რომ­ლის თქმით, წლების გან­მავ­ლობაში ქვეყანა­ში დამ­კვიდ­რებული უსა­მარ­თლობა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და. ავ­თოს შვი­ლი, 21 წლის და­თო ქობულა­ძე უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, სასჯელს ქუ­თა­­სის №2 სასჯელაღ­სრუ­ლების და­წე­სებულებაში იხდის. და­თო ქობულა­ძეს  მარ­თლმსაჯულებამ ყაჩა­ღობა და­უმ­ტკი­ცა და შე­საბამი­სად, 9 წლით თა­ვი­სუფ­ლების აღ­კვე­თა მი­­საჯა.

ქობულა­ძის საქ­მის მა­სა­ლების მიხედ­ვით, ყაჩა­ღობა 2010 წელს,  ქუ­თა­ის­ში, თაბუკაშ­ვი­ლი­სა და ავან­გარ­დის და­სახლებების კვე­თა­ზე მოხდა. გა­მო­ძიების ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ქობულა­ძე სამ პირ­თან ერ­თად თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდებარე ინ­ტერ­ნეტ კა­ფე­ში მო­მუ­შა­ვე ორ გო­გო­ნას თავს და­ესხა.  რო­გორც  საქ­მის მა­სა­ლებიდან ირ­კვე­ვა, თავ­დამსხმე­ლებმა გო­გო­ნების­გან 17 000 ლა­რის ღი­რებულების შა­ვი ბრი­ლი­ან­ტი და ოქ­როს ნივ­თები გა­­ტა­ცეს. და­ზა­რა­ლებულები თა­ვის ჩვე­ნებებში აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ თავ­დამსხმე­ლებიდან ერთ-ერთს  შა­ვი ნი­ღაბი ეკე­თა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებს თავ­ზე ქუ­დები ჰქონ­დათ წა­მოხურუ­ლი და პირს ქურ­თუ­კის საყელო­თი იმა­ლავ­დნენ.

და­ზა­რა­ლებულებს თა­ვი­ანთ ჩვე­ნებებში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი აქვთ, რომ თავ­დამსხმე­ლები მათ­გან და­ნის მუ­ქა­რით ცდი­ლობდნენ გო­გო­ნების კუთ­ვნი­ლი ნივ­თების წარ­თმე­ვას. გო­გო­ნები ჩვე­ნებებში აცხადებდნენ, რომ ყაჩა­ღობაში ბრალ­დებულები ინ­ტერ­ნეტ კა­ფეს სერ­ვისს ხში­რად იყენებდნენ.

ბრალ­დების მხარის მტკი­ცებულებებს არ ეთანხმებიან და­ვით ქობულა­ძის მა­მა და ად­ვო­კა­ტი ედი­შერ რე­ვიშ­ვი­ლი. ავ­თო ქობულა­ძის თქმით, ყაჩა­ღობის მო­მენ­ტში მი­სი შვი­ლი სახლში იმყოფებოდა, რა­საც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კითხული მოწ­მე­თა ჩვე­ნებები ადას­ტუ­რებს.  რო­გორც ქობულა­ძე ამბობს, მი­სი ოჯახი წლების წინ თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობდა. ამი­ტომ, და­თო ქობულა­ძე ხში­რად იმყოფებოდა ამ ქუ­ჩა­ზე,  მე­გობრებთან ერ­თად  სტუმ­რობდა თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდებარე ინ­ტერ­ნეტ კა­ფეს და კა­ფე­ში მო­მუ­შა­ვე გო­გო­ნებთა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თობა ჰქონ­და.  

ავ­თო ქობულა­ძი­სა და მი­სი ად­ვო­კა­ტის განცხადებით, ბრალ­დების მხარემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ორი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია წარ­მო­ად­გი­ნა, ერთ-ერ­თი და­ზა­რა­ლებული გო­გო­ნა­სა და თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მო­რი­გე პო­ლი­ცი­­ლების ჩვე­ნებების სახით. კერ­ძოდ, ერთ-ერ­თი და­ზა­რა­ლებულის მტკი­ცებით, ინ­ტერ­ნეტ კა­ფის და­კეტ­ვის მო­მენ­ტში და­თო ქობულა­ძე ად­გილ­ზე იმყოფებოდა. მე­­რე მხრივ, პო­ლი­ცი­­ლები, რომ­ლებიც ყაჩა­ღობის დროს   თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე პატ­რუ­ლი­რებდნენ, აცხადებდნენ, რომ თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდებარე იმ საცხოვ­რებელ კორ­პუს­თან, სა­დაც ად­რე ქობულა­ძეები ცხოვ­რობდნენ, და­ვით ქობულა­ძე შე­ნიშ­ნეს. თუმ­ცა რო­გორც დაც­ვის მხარე ამ­ტკი­ცებს, ინ­ტერ­ნეტ კა­ფე­სა და საცხოვ­რებელ კორ­პუსს შო­რის მან­ძი­ლი დაახლოებით ერთ კი­ლო­მეტ­რამ­დეა და ერ­თსა და იმა­ვე დროს ქობულა­ძე ორ სხვა­დასხვა ად­გი­ლას ვერ იქ­ნებოდა.  

„ჩე­მი შვი­ლი არ აღი­­რებს და­ნა­შა­ულს. პრო­კუ­რორ­მა გვითხრა,  ნივ­თები დააბრუ­ნეთ, საპ­რო­ცე­სოს გა­ვა­კე­თებ და 3-3 წელს მი­ვუსჯიო. ეს პი­რობა ად­ვო­კატ­მა ბრალ­დებულებს რომ გა­აც­ნო, იმათ უთხრეს, რაც არ გვაქვს,  რო­მე­ლი ნივ­თები და­ვაბრუ­ნო­თო. ნივ­თები დღე­საც არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ყაჩა­ღობა ნამ­დვი­ლად მოხდა, თუმ­ცა  ის  გა­მო­ძიების მი­ერ დად­გე­ნილ პი­რებს არ ჩა­­დე­ნი­ათ. რო­გო­რი უნ­და იყოს, რო­დე­საც არაფ­რის გა­მო, არ­სა­­დან მო­­ლოდ­ნე­ლად უბედუ­რება შე­მო­გი­ვარ­დება სახლში და 18 წლის შვი­ლი გე­ღუ­პება. დე­და­ჩემ­მა ვის არ  მი­წე­რა წე­რი­ლები და დახმა­რება სთხოვა. ამ უსა­მარ­თლობის შემყურე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებზე  ისეთ დღე­ში ვიყავი, სა­სა­მარ­თლო დარბაზი­დან გა­მო­მა­ძე­ვეს და სხდო­მებს აღარ მას­წრებდნენ. გაბრა­ზებულ­მა პო­ლი­ცი­­ლებს, გა­მომ­ძიებლებსა და სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს ვუთხარი, რას მი­კე­თებთ, იუ­რი­დი­­ლად დაგ­მარხავთ-მეთ­ქი. ამის­თვის 100-ლა­რი­­ნი ჯარი­მა და 30 დღი­­ნი პა­ტიმ­რობა და­მა­კის­რეს. შემ­დეგ შიმ­ში­ლობა და­ვიწყე, თუმ­ცა მითხრეს, რომ ამის გა­კე­თებას აზ­რი არ ჰქონ­და. დე­და­ჩე­მი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ნერ­ვი­­ლობას გა­დაყვა.  სა­მარ­თლი­­ნობა და სა­მარ­თა­ლი გვინ­და," - ამბობს ავ­თო ქობულა­ძე.

ად­ვო­კატ ედი­შერ რე­ვიშ­ვი­ლის თქმით, ანა­ლო­გი­­რი საქ­მეები დღეს ასე­­ლობით გვხვდება. ქვეყანა­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რების რა­­დე­ნობის ზრდას

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე