|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა და როგორ მიმდინარეობს მზადება საგამოცდო პროცესისთვის, ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე "ნიუპრესს" ესაუბრა.

-  ხვალიდან იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რა რაოდენობის აბიტურიენტებს უტარდებათ ხვალ გამოცდა?
- ხვალ პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. აბიტურიენტები რეგისტრაციას 08:00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან. საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქში გაიხსნება. ესენია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ორ სესიად ტარდება. ხვალ 20 ათასამდე აბიტურიენტი გავა გამოცდაზე.
- რამდენად მომზადებულია საგამოცდო ცენტრები აბიტურიენტების მისაღებად?
- ცენტრები, როგორც ყოველთვის, მომზადებულია მათ მისაღებად. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
-  რა რაოდენობის დამკვირვებელი დააკვირდება საგამოცდო პროცესს?
-   საგამოცდო პროცესს 4 ათასი ადამიანი აკვირდება. ეს არიან რეგისტრატორები, კურატორები, ასვევ არიან შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ უსაფრთოებას და წესრიგს გამოცდების მიმდინარეობისას. რაც შეეხება თავად საგამოცდო სექტორს, აქ ორი დამკვირვებელი იქნება. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ. 
-  რა ტიპის დარღვევებს  ფიქსირდება ამ პერიოდში?
-  ორი ტიპის დარვევა შეიძლება იყოს, ერთი პროცედურული. მაგალითად, თუ აბიტურიენტი თვლის, რომ მისი უფლება დარღვა, მას შეუძლია იქვე განაცხადოს და არის მეორე შემთხვევა, როცა შედეგებს ასაჩივრებენ. ივლისის ბოლოდან დაიდება ნაშრომები და აგვისტოში უკვე ექნებათ იმათ  შედეგების გასაჩივრების საშუალება, ვინც თვლის, რომ ქულა დააკლდა.
-  რას ურჩევდით აბიტურიენტებს ?
-  პირველ რიგში, მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგვიანონ გამოცდაზე, რადგან ეს ხდება ერთ-ერთი მიზეზი მათი გამოცდიდან მოხსნისა და უწევთ წლის გამოტოვება, ასევე მინდა გავაფრთხილო, რომ არ შეიტანონ(შეყვეთ) გამოცდაზე ე.წ „შპარგალკა“, ან მობილური ტელეფონი. ამ შემთხვევაშიც მათ მოუწევთ გამოცდის დატოვება. ნებადართულია წყლის შეტანა. საღეჭი რეზინი არ არის დაშვებული.
-  რა რაოდენობის აბიტურიენტი ღებულობს მონაწილობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში?
-  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულია  40 000-მდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე -  4 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 500 - ზე მეტი კანდიდატი.  პედაგოგთა საგნობრივი გამოცდაზე  - 17 000 - ზე მეტი პედაგოგი.  აქვე გეტყვით, რომ  წელსაც აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, რამდენიმე თვის განმავლობაში შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს. შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ.
 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა