|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუხნარის ტყის მდგომარეობით გარემოს დაცვის სამინისტრო ინტერესდება

ქუთაისის მახლობლად მდებარე მუხნარის ტყის მდგომარეობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ინტერესდება. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, უყურადღებოდ დატოვებული ხეები ხმებიან, რის გამოც გარემოს დაცვის სამინისტრო მუხნარის ტყის მდგომარეობის შესწავლას დაიწყებს.

ქუთაისის ფილტვები - მუხნარის ტყე წლების განმავლობაში მიტოვებული იყო უყურადღებოდ. ლამის განადგურდეს, ისეთ დღეშია. დაავადებებისაგან ხეები ზეზეულად ხმებიან, ცუდ როლს თამაშობს "რიონჰესის" არხი, საიდანაც წყალი ჟონავს ტყისკენ და ფესვებს ულპობს მუხებს.. მოკლედ, ტყეს სერიოზული გამოკვლევა სჭირდება და სათანადო მიხედვა.. და აი, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით (მეც შევიტანე პატარა წვლილი, როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ) ქუთაიისში დღეიდან გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ჩამოვიდნენ და იწყებენ მუხნარის ტყის მდგომარეობის შესწავლას. დაიდება დასკვნა და დაიწყება სათანადო ღონისძიებებიც ტყის გადასარჩებად.. ძალიან მახარებს ეს ამბავი.. თქვენ?“,–წერს ომარ ნიშნიანიძე.



ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი