ვის დარჩება „რუსთავი 2“?
"რუსთავი
2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი
2"-ის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამარლოში სარჩელის შეტანას
სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
გვარამიას თქმით, სასაცილოა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის „მტაცებელი, ქოფაკი“ ქიბარ ხალვაში
, სხვას
რამის მიტაცებაზე ედავება.
გვარამია, ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის დღევანდელი მფლობელის წინააღმდეგ სამართლებრივად
რაიმეს მიღწევის შანსი ნულის ტოლია, რადგან ტელევიზიის შეძენა კეთილსინდისიერად
მოხდა. „მაქსიმუმი, რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს, ეს არის კომპენსაცია, რომელიც უნდა
გადაუხადოს მას სახელმწიფომ, ან იმ
პირმა, ვინც მას რამე წაართვა, რაშიც ძალიან ღრმად შემაქვს ეჭვი. იმედი მაქვს სასამართლოს ტოტალიტარიზმისკენ
მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი
უკანონო გადაწყვეტილებებისკენ, იმიტომ, რომ მეგობრებო, ყველა მინდა
გაგაფრთხილოთ, ეს არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი დემოკრატიული
ინსტიტუტი, ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი მედია, „რუსთავი 2“-ის ხელყოფა მარტივი ამბავი არ არის და ესე
უშედეგოდაც არ დამთავრდება ქვეყნის
შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ეს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ხელისუფლების გასაგონადაც მინდოდა მეთქვა“-ნათქვამია გვარამიას განცხადებაში. „რუსთავი 2“- მესაკუთრეობის დავის საკითხში მთავრობის ჩართულობას გამოიცხავს
პრემიე-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრეა, თუმცა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლი იქნება.
ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებული
განცხადების გარდა, მას სხვა ინფორმაცია არ აქვს. "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. მე ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ყველამ ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიის განვითარებას და მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მე, როგორც მოქალაქე და პრემიერ-მინისტრი მომხრე ვარ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მთავრობის ჩართულობა და როლი, აბსოლუტურად ნულის ტოლია“-განაცხადა
ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ,
რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილის დაბრუნების შესახებ სარჩელით მიმართა.
ავტორი: ნიუპრესი