|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმელთაშუა ზღვაში 40 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში 40 მიგრანტი დაიღუპა. ისინი გემით ლიბიიდან ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ.  300–ზე მეტი ადამიანის გადარჩენა კი იტალიის საზღვაო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.

მაშველების თქმით, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა ის გამხდარიყო, რომ მიგრანტები გემის დატბორილ საწყობში ჩაიკეტნენ და დაიხრჩვნენ. ხმელთაშუა ზღვაზე მომხდარი ტრაგედიების გამო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 200–ზე მეტი ადამიანია დაღუპული.


ავტორი: ანა ჯიქია