ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩავა
დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ანექსირებულ ყირიმში ჩავა. ვლადიმირ პუტინი იალტაში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო საბჭოს სხდომას გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„განხილვის მთავარი თემა შიდა ტურიზმის ზრდის საშუალებით რუსეთის რეგიონების, მათ შორის ყირიმის, სოციალურ–ეკონომიური განვითარებაა,“ – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა