ისლამურ სახელმწიფოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ
ისლამურ სახელმწიფოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. თავდასხმა ქალაქ მარიზე განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, რადიკალებმა დასახლებულ პუნქტებში ტოქსიკური ნივთიერების შემცველი ჭურვები ჩამოყარეს.
დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
პარალელურად დამასკოს მახლობლად, ამბოხებულების პოზიციებზე სირიის სამთავრობო ძალების შეტევის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. იერიშის შედეგად 50–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა