გაუქმების პირას მდგომი სათამაშო ბიზნესი
ბოლო წლებში ქუთაისში მომრავლებულ სათამაშო სახლებს დახურვა ემუქრებათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ბათუმში არსებული კაზინოების დახურვის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, შესაძლებელია, ეს აკრძალვა სხვა რეგიონებსაც შეეხოს.
ქუთაისში, სლოტ-კლუბ კაზინოთა ქსელის „ლას ვეგასის" წარმომადგენლი ლევან მოსეშვილი მიიჩნევს, რომ სლოტ-კლუბების გაუქმებას მრავალმხრივი უარყოფითი შედეგი მოჰყვება. „უპირველსად, ეს თანხები მოაკლდება ბოუჯეტს," - ამბობს ლევან მოსეშვილი.
სლოტ-კლუბ კაზინოთა ქსელ „ლას ვეგასის" ორი დაწესებულება ქუთაისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. „ლასვეგასის" წარმომადგენელი ლევან მოსეშვილი ამბობს, რომ სლოტ-კლუბი იმერეთის რეგიონში ყველაზე მსხვილი გადამხედელია. „ორივე ობიექტზე 120 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 400 ლარია, ისინი ყველანი ქუჩაში დარჩებიან," - ამბობს ლევან მოსეშვილი. გარდა დასაქმებულთა ბედ-იღბლზე ზრუნვისა, „ლასვეგასის" წარმომადგენლი იმასაც არ გამორიცხავს, რომ აზარტი ქუჩაში გადაინაცვლებს და არალეგარულ სახეს მიიღებს. „მაზიანი" და ხელზე თამაში, რაც ადრე იყო ამ სახლების გახსნამდე, ისევ დაიწყება," - აღნიშნავს მოსეშვილი.
სლოტ-კლუბების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, საზოგადოების ნაწილი კაზინოების დახურვის ინიციატივას დადებითად შეხვდა. „ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ბიზნესის არსებობა არაა საჭირო. ახალგაზრდობა ცუდ მდგომარეობაშია ამ ბიზნესის გამო. როგორც წესი, ძირითადად ფულს კი არ იგებენ, პირიქით აგებენ, ვერ ისტუმრებენ და იძულებული არიან გაყიდონ სახლიდან ნივთები და უკიდურეს შემთხვევაში, თვით სახლებიც კი," - ამბობს ქუთაისელი თენგიზ შალამბერიძე.
სათამაშო სახლების გაუქმების მომხრეა ქართული ეკლესიაც, სადაც ამბობენ, რომ მთავრობა ამ ინიციატივის განხორციელებაში მათგან მხარდაჭერას მიიღებს. „სათამაშო სახლები ეშმაკის მანქანებაზე დაფუძნებული ბიზნესია, რომელიც ადამიანს სულიერად და მორალურად ანგრევს, ნარკოტიკივით დამოკიდებული ხდება აზარტზე, კარგავს ღვთის იმედს და მოგების იმედადაა,"-აღნიშნავს ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ალექსი სინაურიძე.
ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში, პაატა კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა სათამაშო ბიზნესის გამუქების თაობაზე, წმინდა მორალურ მხარეს ეფუძნება. თუმცა, კლდიაშვილის აზრით, აკრძალვის შემთხვევაში, ეკონომიკის მხრივ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკლისს მიიღებს. „ორი აზრი არაა, რომ გარკვეული თანხები ბიუჯეტს აქედან დააკლდება, მაგრამ აუცილებლად დასათვლელია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანხები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილისთვის," - აღნიშნავს „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა კლდიაშვილი.
ქუთაისის ადგილობრვი ბიუჯეტში, როგორც ირკვევა, საკუთარი შემოსავლებიდან ყველაზე დიდი თანხა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შედის.
მაგალითად, 2010 წელს, ქუთაისის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 1 700 000 ლარამდე შევიდა. 2011 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ამ ბიზნესიდან 1 505 000 ლარი უნდა შესულიყო, თუმცა, რეალურად შემოსავლებმა გეგმას გადააჭარბა და 2 087 000 ლარი შეადგინა. 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის მონაცემებით კი სათამაშო ბიზნესმა ადგილობრივ ბიუჯეტს უკვე 1 455 000 ლარის შემოსავალი მიუტანა. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სათამაშო ბიზნესიდან მიმდინარე წელს სულ 2 000 000 მლნ ლარის შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი.
სათამაშო ბიზნესის აკრძალვის მომხრენი კი მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს უამრავი ბუნებრივი რესურსი აქვს, ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან შემოსულ თანხებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. „ამით ვცილდებით უფალს და ის, რაც უფალს გვაცილებს სიკეთეს ვერ მოგვიტანს," - ამბობს მამა ალექსი.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯ
ავტორი: დეა მანაგაძე