|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი ენგურს გაღმა

25 ნოემბერს, აფხაზეთის საზღვართან „ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი“ მოეწყო.

ენგურს გაღმა მდებარე სოფელ ხურჩაში გამართულ ფესტივალზე, წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის, აფხაზური და ოსური სამზარეულო. ფესტივალის მიზანი, ორგანიზატორების თქმით, სწორედ ამ ხალხთა შორის  მეგობრული ურთიერთობების  აღდგენაა.

ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ:  ასოციაცია „მშვიდობიანი  და საქმიანი კავკასია“, ქართულ-აფხაზურ-ოსური კოალიცია, საზოგადოება „ზუგდიდელი“, არასამთავრობო ორგანიზაცია  „გალი-დღე ხვალინდელი“, სათემო ცენტრი „ხურჩა“  და სხვები.

ავტორი: ანა ჯანაშია