|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიწისძვრით დაზარალებულები ქუთაისის მერიას: "ფეხებზე არ კიდიხარ?" Video]

ქუთაისში 2012 წლის დეკემბერში, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სტიქიიდან სამი თვის შემდეგაც  არ შეუსწავლიათ.

ქუთაისში, წერეთლის #244 - ში მცხოვრებმა ნორა სიჭინავამ დახმარებისთვის მერიას მიმართა. თუმცა სამი თვის გასვლის შემდეგ, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

„რაის მერია, ფეხებზე არ კიდიხარ?,“ – აცხადებს დაზარალებული.

ქუთაისში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი კი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. აფხაზეთიდან დევნილი 69 წლის მურმან მაისურაძის ოჯახი, ქუთაისში,  პ. იაშვილის N 13 - ში. „უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა“, – ამბობს მურმან მაისურაძე.

ქუთაისში, 2012 ელს, მიწისძვრით, სულ 59 ოჯახი დაზარალდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმასტიქიის შედეგად დაზიანებული სახლები, ამ დრომდე მხოლოდ გარეგნულად დაათვალიერეს.

 

ავტორი: ანა ჯანაშია