|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის დედა ღამეს სარდაფში ათევს

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კახა ხვარეშიას დედა თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

უკვე ოთხი დღეა დალი ხვარეშია ღამეს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ათევს.

ქუთაისში, ახალგაზრდობის 56/28 ში მდებარე სამოთახიანი ბინა დალი ხვარეშიას, როგორც თავად ამბობს,  ყოფილმა რძალმა, 30 წლის ბელა ახალაიამ ყალბი მინდობილობის საფუძველზე წაართვა და რამდენჯერმე იპოთეკით დატვირთა.

დალი ხვარეშია საბერძნეთში მუშაობდა. ბელა ახალაიას მიერ წარმოდგენილი მინდობილობით კი ყოფილმა დედამთილმა მას უძრავი ქონების განკარგვის უფლება მოსკოვიდან შვეიცარიის საელჩოს დახმარებით მისცა.

ბელა ახალაიას თაღლითობის მსხვერპლი საკუთარი ოჯახის წევრებიც გახდნენ, რაც newpress-თან საუბარში ახალაიას ბებიამ, ციალა ჭიღლაშვილმა დაადსტურა.

ბელა ახალაია თაღლითობის ბრალდებით ქუთაისის ციხეში სამთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მას 22 ოფიციალური მევალე ჰყავს, რომელთა გასტუმრებაც ახალაიამ სასამართლოს გადაწყვეტილებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოახერხოს.

ხვარეშიების ოჯახმა სარჩელი ყოფილი რძლის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ შეიტანა.

ბელა ახალაია თაღლითობის მუხლ სავარაუდოთ კიდევ ერთხელ წაუყენებენ.

ავტორი: სოფო ბობოხიძე