"ჰერკულესის" მუშებმა კვლავ პროტესტს მიმართეს
ქუთაისში, მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" თანამშრომლებმა საწარმოსთან აქცია გამართეს.
მუშებმა
პროტესტის ნიშნად ნაწარმით დატვირთული მანქანა ქარხანაში არ გაატარეს.
მუშების
მოთხოვნას მიმდინარე
წლის თებერვლის ხელფასის მიღება წარმოადგენს. ისინი, ასევე სამშვებულებო თანხის ანაზღაურებას ითხოვენ.
ქარხნის
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის საწარმოში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებას ხელმძღვანელები მიმდინარე წლის შემოდგომისთვის ვარაუდობენ.
ავტორი: სოფო ბობოხიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა