|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ერთ კვირაში 300 000 ლარის სესხი გაიცა (R)

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" განხორციელება, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად, ერთი კვირაა დაიწყო

პროექტი 3 კომპონენტისგან შედგება და მასში მცირე, საშუალო ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესები თანაბრად არის გათვალისწინებული.

რამდენად მაღალია ბანკებში ფერმერებისა და მეწარმეების აქტიურობა? ითვალისწინებს თუ არა პროექტი ფერმერთათვის სასწავლო-საკონსულტაციო მომსახურებას? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ პოტენციური ბენეფიციარები, რომ მათ ბანკებმა სესხი დაუმტკიცონ? ამ და სხვა საკითხებზე "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გიორგი მანაგაძე გვესაუბრა.

- ბატონო გიორგი, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" გახორციელება ერთი კვირის უკან დაიწყო. რამდენად მაღალია ბანკებში მცირე და საშუალო ფერმერებისა და მეწარმეების აქტივობა?

- აქტივობა საკმაოდ მაღალია. დღევანდელი მდგომარეობით ერთ-ერთმა ბანკმა უკვე დაამტკიცა 8 სესხი და ფინანსური რესურსიც გასცა. ეს არის მეორე კატეგორიის სესხები, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, რომელიც 2 წლამდე ვადით 5-დან 100 000 ლარამდე თანხის გაცემას გულისხმობს. აღნიშნული 8 პროექტისთვის გაცემული თანხის ოდენობა, ჯამში, 300 ათას ლარს აღემატება. ამჟამად ასევე განიხილება 5 თუ 6 ბიზნესგანაცხადი. რაც შეეხება სესხის მესამე კომპონენტს, რომელიც 1 მლნ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) სესხის გაცემას ითვალისწინებს, სხვადასხვა ბანკებში განაცხადები უკვე შესულია.

რამდენი ხნის მანძილზე მუშაობდით "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტზე" და ვისთან გაიარეთ კონსულტაციები?

პროექტთან დაკავშირებით მუშაობა გასული წლის დეკემბერში დავიწყეთ. შეხვედრები იმართებოდა ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სალიზინგო კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან. მოვისმინეთ მათი ხედვები. "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში" ყველას ინტერესია გათვალისწინებული. ეს იქნება მცირე და საშუალო ფერმერი, თუ მსხვილი მეწარმე.

– "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში" მონაწილეობაზე ბანკები რამდენად ადვილად დაითანხმეთ?

– ბანკებისთვის და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ეს პროექტი ძალიან საინტერესო გამოდგა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის დარგი მათთვის ჯერ კიდევ აუთვისებელი და საინტერესო ბაზარია.

– როგორ მოხდა პროექტში მონაწილე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შერჩევა?

– ჩვენ დავუკავშირდით საბანკო ასოციაციას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციას, მოვაწყვეთ საერთო შეხვედრები ყველა ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელთან და ვუთხარით, თუ სურდათ პროექტში მონაწილეობა, გარკვეული პირობები უნდა დაეკმაყოფილებინათ. გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები. მათმა უმრავლესობამ განაცხადა მზადყოფნა მონაწილეობისთვის. ეს პროცესი კვლავ ღიაა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსაც შეუძლიათ შემოერთება.

– "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" 3 კომპონენტისგან შედგება. რას გულისხმობს თითოეული მათგანი?

– პირველი კომპონენტი გულისხმობს მცირე ფერმერებისათვის უპროცენტო განვადებას. საქართველოს ყველა რაიონში რამდენიმე ასეული მაღაზიაა შერჩეული. ფერმერს შეუძლია, მივიდეს ნებისმიერ ამ მაღაზიაში, სადაც მაქსიმუმ 5 000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელს (სასუქების გარდა) შეიძენს. მაღაზია მას პროდუქციის ანგარიშს (ინვოისს) გამოუწერს, რომელსაც ბანკში წარადგენს და ფულს მაღაზიას გადაურიცხავს. ფერმერი კი პროდუქციას მოიხმარს. იმ თანხას, რა ღირებულების პროდუქციაც შეიძინა, მცირე ფერმერი პროცენტის გარეშე ბანკს 6 თვის შემდეგ უბრუნებს... პირველ კომპონენტში ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სამი ბანკია ჩართული.

– რა ინტერესი აქვთ მათ, თუ კი მსესხებლები პროცენტს არ გადაუხდიან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს პროექტი მომგებიანი?

– დიახ, მომგებიანია. მაღაზია თავიდან იცილებს საკრედიტო რისკს და შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფასდაკლებას უკეთებს. ეს სტანდარტული უპროცენტო განვადების სქემაა, რაც აქამდე მოქმედებდა მთელ რიგ სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, მაგრამ არა სასოფლო-სამეურნეო საქონელზე. დღეიდან ეს უპროცენტო განვადება ამ საქონელზეც გახდა შესაძლებელი.

– მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ფასის დაკლების საშუალება მაღაზიებს რამდენად აქვთ?

– მაღაზიები მთლიანად ირიდებენ თავიდან საკრედიტო რისკს, რისი მართვაც მათი საქმე არაა. ინდივიდუალური შეთანხმებები მაღაზიებსა და ფინანსურ ინტიტუტებს შორის უკვე მიღწეულია და ეს სქემა მუშაობს. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს 5-დან 100 000 ლარამდე ოდენობის სესხის გაცემას გულისხმობს. სესხი შესაძლებელია იყოს 12, 18, ან 24-თვიანი. საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტზე მაღალი არ იქნება. ამ საკითხზე  ბანკებთან შეთანხმება მიღწეულია. 17 პროცენტიდან ფონდი 9 პროცენტს აფინანსებს. მეორე კომპონენტში გათვალისწინებულია ასევე სესხებისთვის მეორადი უზრუნველყოფა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პროცენტის გარდა, სესხის ძირითადი თანხის რისკის გარკვეულ ნაწილსაც ვინაწილებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან.

"სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" და "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" იტოვებს უფლებას, რომ პროექტში მონაწილეობისგან ჩაიხსნას ესა თუ ის ბენეფიციარი თუ დაირღვა ორი პირობა. პირველი – თუ კი სესხის მიზნობრიობა დაირღვა, ბენეფიციარი ბანკთან დარჩება პირისპირ. მეორე მიზეზი კი გახლავთ ვალდებულების შეუსრულებლობა. თუ მსესხებელი ჯეროვნად არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რაც ბანკის მიმართ აქვს აღებული, ანუ მის წილ პროცენტს არ გადაიხდის. ერთჯერად შემთხვევას ეს არ შეეხება, მაგრამ თუ კი პროცენტის გადაუხდელობა რეგულარულად მოხდება, მაშინ მსესხებლის პროექტიდან გამოთიშვის საკითხი განიხილება. რაც შეეხება "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მესამე კომპონენტს, ეს 30 000-დან 600 000 დოლარამდე სესხის გაცემას გულისხმობს. მესამე კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი, მაგალითად: ჩაის, ხილის, ბოსტნეულის, თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების საწარმოების გახსნა; საჩითილე, სანერგე მეურნეობების ამუშავებას; სასაწყობო ფართების, მარცვლის საშრობების, სამაცივრეების მოწყობას და .. სესხის მაქსიმალური ვადა 7 წელია. პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 15 პროცენტი იქნება. ფონდი კი აქედან 12 პროცენტს გადაიხდის. მსესხებელს მაქსიმუმ 3 პროცენტის გადახდა მოუწევს, თუმცა შესაძლოა ის 2, ან 1 პროცენტი იყოს.

– პროცენტის თანადაფინანსება როგორ მოხდება?

– შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" აფინანსებს. მისი განმახორციელებლი კი "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოა". დარიცხული პროცენტი, მაგალითად 17 პროცენტი 2 ნაწილად იყოფა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი და სააგენტოს მიერ გადასახდელი თანხა. როგორც კი ბენეფიციარი თავის ვალდებულებას შეასრულებს, მეორე დღესვე სააგენტო მის წილ პროცენტს გადარიცხავს ავტომატურ რეჟიმში.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მცირე და საშუალო ფერმერები, მეწარმეები, რომ ბანკებმა მათ სესხი დაუმტკიცონ?

– მათი ბიზნესგანაცხადი სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა ითვალისწინებდეს. შემდეგ უკვე საბანკო პროცედურის გავლა მოუწევთ. ყველა პროექტი განვითარებასა და მოგების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ბანკი შეაფასებს რისკებს, პროექტის მომგებიანობას, თუ ჩათვლის, რომ ყველა იმ რისკის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ბიზნესს ახლავს, ბიზნესგეგმა გაამართლებს, სესხს დაამტკიცებს.

– რამდენიმე ეკონომიკური ექსპერტი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ისინი აცხადებენ, რომ ფერმერებს გაუჭირდებათ კვალიფიციური ბიზნესგეგმის დაწერა. ბანკები იმისთვის, რომ აგროსესხი გასცენ, მსესხებლისგან საგარანტიო რესურსს ითხოვენ. ვინაიდან სოფლებში ქონება საკმაოდ გაუფასურებულია, ექსპერტები ამბობენ, რომ მათ ამ პროექტით სარგებლობა –სესხის მიღება გაუჭირდებათ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

– რაც შეეხება მცირე ფერმერებს, რომლებიც ძირითადად პირველ კომპონენტში არიან ჩართულნი

ავტორი: პრესსამსახური

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა