ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რიცხვი შემცირებულია
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის დასაწყისში გახსნილი მაღაზია, სამი
კვირის წინ დაიხურა. მაღაზიის წარმომადგენლების განმარტებით, დახურვის მიზეზი საქონლის მწირი რეალიზაცია იყო.
„მოსახლოება არ არის გადახდის
უნარიანი, რაც თავის მხრივ, ჩვენს მუშაობაში პირდაპირ აისახება“, – განმარტავენ ადგილობრივი
მეწარმეები.
ანალოგიური საფრხის წინაშე
დგას, იმავე ქუჩაზე მდებარე კაფე. როგორც კაფის მეპატრონე გიორგი რატიანი ამბობს, ბიზნესის
მდგომარეობის გაუარსება მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო.
„თუ ასე გაგრძელდა, ადამიანმა
შეიძლება ბიზნესის დახურვაზეც იფიქროს. ეს არ არის ერთი კონკრეტული მეწამის ან ქალაქის
პრობლემა. სამწუხაროდ, ეს გლობალური პრობლემაა“,
– ამბობს გიორგი რატიანი.
ადგილობრივი მეწარმეები მიიჩნევენ,
რომ ბიზნესექტორში ვითარების გაუარესება, თავის
მხრივ, საბანკო სექტორში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.
„როდესაც საბანკო სექტორში კრიზისია, თქვენ წარმოიდგინეთ ბიზნესში რა ხდება. ერთი სერიოზული ობიექტი მაინც იცით, ამ ბოლო პერიოდში ამუშავებული?“– ამბობს რატიანი.
ადგილობრივები მეწარმეების
განმარტებით, ქუთაისში ძირითადად მარკეტები
მუშაობენ. უფრო მასშტაბიან ბიზნესმა,
ამდრომდე ვერ გაამართლა.
„აუცილებელი მოხმარების საგნებს ყოველთვის ექნება რეალიზაცია, რაც შეეხება პრემიუმ კლასის საქონელს, საგრძნობლად დავარდა რეალიზაცია“, – ამბობენ ადგილორივი მეწარმეები. მათივე თქმით,
ბიზნესის დახურვა თავის მხრივ სამუშაო ადგილების
შემცირებას გამოიწვევს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში
ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია. სტატისტიკური მომაცემების თანახმად,
2012 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობამ 527 828 ადამიანი შეადგინა, რაც მიმდინარე
წელს, ამავე სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაზე
42 083 –ით ნაკლებია.
სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში ბიზნესში
დასაქმებულთა რაოდენობა 470 041 ადამიანი იყო, მეორე კვარტალში 503 111, მესამე კვარტალში კი, 516 643. საქსტატის ინფომაციით, მიმდინარე წელს ბიზნესში 485 745 ადამიანი არის დასაქმებული.
ავტორი: თეკლა მორგოშია