|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არალეგალური სატრანსპორტო სერვისი და უკონტროლო ბიზნესი

საქარ­თვე­ლოს რე­გი­­ნებიდან დე­და­ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლებით ე.წ „ხიშ­ნი­კებს" მგზავ­რები არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაჰყავთ. სა­ქარ­თვე­ლოს გზებზე ყოველ­დღი­­რად ათე­­ლობით ასე­თი უკა­ნო­ნო მიკ­რო­ავ­ტობუსი გა­და­ად­გილ­დება. მა­თი არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მი­­ნობის შე­დე­გად კი, ქვეყნის ბიუჯეტი ათა­სობით ლარს კარ­გავს. 

2005 წლამ­დე მგზავ­რთა ში­და­სა­ქა­ლა­ქო, სა­გა­რეუბნო და სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო გა­დაყვა­ნა­ზე კონ­ტროლს სახელ­მწი­ფო ახდენ­და. 2005 წლის 24 ივ­ნი­სი­დან სახელ­მწი­ფოს მხრი­დან რე­გუ­ლი­რებადი მხოლოდ ში­და­სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტი დარ­ჩა, რო­მელ­საც ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობები უწე­ვენ ზე­დამხედ­ვე­ლობას. რაც შეეხება, სა­გა­რეუბნო და სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო გა­დაყვა­ნას, ამ პე­რი­­დი­დან მოყოლებული, მათ­ზე სახელ­მწი­ფო კონ­ტროლს აღარ ახდენს.

სატ­რან­სპორ­ტო სფე­როს ექ­სპერ­ტების აზ­რით, ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების მი­ერ სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტზე სახელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მების მოშ­ლას, იმ პე­რი­ოდ­ში გა­მარ­თლება ჰქონ­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­­ნებით აღ­მოჩ­ნდა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო სრუ­ლი­ად ქა­­ტუ­რი და მთლი­­ნად ბაზარ­ზე და­მო­კი­დებული გახდა.

„წი­ნა ხელი­სუფ­ლების დროს, რო­ცა საუბარი იყო ერ­თი ფანჯრის პრინ­ციპ­ზე, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ტივ­და. ახლა ბაზა­რი არე­გუ­ლი­რებს ამ პრო­ცე­სებს. იმ­დე­ნი მან­ქა­ნა მოძ­რაობს, რამ­დენ­საც ბაზა­რი ითხოვს," - აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი სატ­რან­სპორ­ტო სა­კითხებში ვაჟა ქა­და­გი­ძე.

სახელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მების მოშ­ლის შემ­დეგ, მგზავ­რთა გა­დაყვა­ნის ექ­სკლუ­ზი­­რი უფ­ლება ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლებთან დაახლოებულ­მა პი­რებმა  მო­­პო­ვეს, ხოლო ე. „მარ­შუტ­კის" მძღო­ლები მათ მი­ერ და­ქი­რა­ვებული აღ­მოჩნ­დნენ.

ამ ეტაპ­ზე მიკ­რო­ავ­ტობუსების მოძ­რაობის გან­რი­გი და მგზავ­რობის ტა­რი­ფების რე­გუ­ლი­რება ე.წ „ხაზის მე­პატ­რო­ნი­სა" და მძღო­ლების მი­ერ დად­გე­ნი­ლი წე­სებით ხდება. სად­ღე­სას­წა­­ლო დღეებში და ზაფხულის პე­რი­ოდ­ში, რო­ცა მგზავ­რთა ნა­კა­დი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლებით დი­დი­ა, ფა­სიც იმა­ტებს და არა­ლე­გა­ლუ­რი მა­ნქა­ნების რა­­დე­ნობაც.

ქუ­თა­ის­ში არა­ლე­გა­ლუ­რი მიკ­რო­­ვტობუსები ანუ ე.წ „ხიშ­ნიკები", ძი­რი­თა­დად, ქა­ლა­ქის გა­სას­ვლელ­ში, სა­ღო­რი­­ზე ან ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე დგებიან. თუმ­ცა, „ხიშ­ნი­კებს" ხელს არა­ვინ და არა­ფე­რი უშ­ლით, რომ ქა­ლაქ­ში სხვა ად­გი­ლებიც აით­ვი­სონ.

მგზავ­რთა გა­დაყვა­ნის არა­ლე­გა­ლუ­რი საქ­მი­­ნობით, არა მხოლოდ ქუ­თა­­სე­ლი მძღო­ლები არი­ან და­კა­ვებული. დი­ლი­სა და სა­ღა­მოს სა­­თებში, დე­და­ქა­ლაქ­ში წამ­სვლელ მგზავ­რებზე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა რა­­­ნებიდან წა­მო­სუ­ლი „ხიშ­ნი­კებიც" „ნა­დი­რობენ".

„ვი­საც ჰყავს მიკ­რო­ავ­ტობუსი, ყვე­ლას შე­უძ­ლია ტრა­ფა­რე­ტის გა­კე­თება და რე­გი­­ნებში მგზავ­რთა გა­დაყვა­ნა. ისი­ნი არა­ნა­ირ გა­და­სახადს არ იხდი­ან. ჩვენ კი იუ­რი­დი­­ლი პი­რი ვართ და ბიუჯეტ­ში თანხას ვიხდით," - აცხადებს ავ­ტო­სად­გუ­ „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის" აღ­მას­რუ­ლებელი დი­რექ­ტო­რი ნი­ნო კოს­ტა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, არა­ლე­გა­ლუ­რი გა­დამ­ზი­და­ვების აკ­რძალ­ვის მოთხოვ­ნით, გა­დამ­ზი­და­ვებმა ჯერ კი­დევ 2010 წელს, წე­რი­ლობით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს. თუმ­ცა, მი­სი თქმით, მოთხოვ­ნას რე­­გი­რება არ მოჰყოლი­ა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტში ახალი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დებას 2014 წლის ივ­ნი­სი­დან აპი­რებს. ახალი კა­ნონ­მდებლობით, შე­საძ­ლო­ა, გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნიებს გარ­კვე­­ლი ვალ­დებულებების შეს­რუ­ლება მოუხდეთ. მა­გა­ლი­თად, ამ დრო­­სათ­ვის არ­სებული 24 ად­გი­ლი­­ნი მიკ­რო­ავ­ტობუსების ჩა­ნაც­ვლება 26 ად­გი­ლი­­ნით და მგზავ­რთა დაზ­ღვე­ვა.

გა­დამ­ზი­და­ვები, ვა­რა­­დობენ, რომ სახელ­მწი­ფოს მხრი­დან მათ­ზე ვალ­დებულებების და­კის­რება ბილე­თის სა­ფა­სუ­რის ზრდა­ზე გავ­ლე­ნას მოახდენს. 

„რამ­დე­ნად რენ­ტაბელუ­რი იქ­ნება ახალი რე­გუ­ლა­ციებით მგზავ­რთა გა­დაყვა­ნა,  შე­საბამი­სი გა­მოთ­ვლა სჭირ­დება. ბილეთ­ში დაზ­ღვე­ვა შე­ვი­და, რაც გარ­კვე­­ლი თანხა ღირს. თბილი­სამ­დე მგზავ­რობის ფა­სი 10 ლარ­ზე ზე­მოთ არ უნ­და ავი­დეს, მაგ­რამ თუ იძუ­ლებული გაგვხადეს, ფა­სი გა­იზ­რდება," - აცხადებს ნი­ნო კოს­ტა­ვა.  მი­სი­ვე თქმით, ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნება იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხდება, თუ­კი კა­ნონ­პრო­ექ­ტის ავ­ტო­რები გა­დამ­ზი­დავ­თა შე­ნიშ­ვნებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებენ. „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის" დო­რექ­ტო­რი, იმ მო­სა­ლოდ­ნელ რის­კებზე საუბრობს, რომ­ლებმაც, შე­საძ­ლო­ა, ე.წ „ხიშ­ნი­კების" აკ

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა