ტკბილეული,რომელიც არ ასუქებს – მითი თუ რეალობა?
ტკბილეული თითქმის ყველა ქალს უყვარს. რაიმე გემრიელის მირთმევა განსაკუთრებით მაშინ გვინდება, როცა გვიანია და არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ ტკბილეული ფიგურისთვის მავნეა, მაგრამ გვინდა გვჯეროდეს, რომ გემრიელი და სასარგებლო ალტერნატივაც არსებობს. საჭიროა, თუ არა ტკბილეულზე მთლიანად უარის თქმა, ლამაზი აღნაგობის შესანარჩუნებლად?
დავამსხვრიოთ მითები შაქრის შესახებ!
არ არსებობს მავნე და სასარგებლო ტკბილეული, ყველაფერი დამოკიდებულია პროდუქტში მარტივი ნახშირწყლებისა და შაქრის რაოდენობაზე. გარდა ამისა, ტკბილეული ორგანიზმისთვის აუცილებელია. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვარღვევთ შაქრის ამ აუცილებელი დოზის ზღვარს. სწორედ ამიტომ იკრძალება შაქარი დიეტოლოგების მიერ დიეტის განმავლობაში.
არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები - გლუკოზა, ფრუქტოზა და კიდევ რამდენიმე სხვა სახეობა ხილსა და ბოსტნეულს სიტკბოს აძლევს. რთული ნახშირწყალია ლაქტოზა- რძის შაქარი, საქაროზა - ჭარხლის შაქარი. ასევე რთული ნახშირწყლებია სახამებელი და გლიკოგენი, სახამებელი მცენარეული, ხოლო გლიკოგენი ცხოველური წარმოშობისაა.
როგორიც არ უნდა იყოს, ნახშირწყალი, ორგანიზმში მოხვედრისას გლუკოზად გარდაიქმნება და სისხლში ხვდება. იგივე პროცესი გლიკოგენისა და სახამებლის შემთხვევაში ძალიან ნელა ხდება, ამიტომ გლუკოზის დონეც ნელა იწევს. ნახშირწყლების ის რაოდენობა, რომელსაც ორგანიზმი ვერ ხარჯავს, ცხიმებად გარდაიქმნება. სწორეს ამიტომაა, მავნე შაქარი, უფრო სწორად კი დიდი რაოდენობით შაქარი.
მასზე მთლიანად უარის თქმა შეუძლებელი და არც ღირს. შაქარი ძლიერი ანტისტრესული საშუალებაა, ის ტვინს კმაყოფილების სიგნალს უგზავნის, ჩვენ კი განწყობას გვიუმჯობესებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია ზომიერება და ნება იმისა, რომ არჩევანი შაქრის ნაკლები შემცველობის, ნატურალურ ტკბილეულზე შევაჩეროთ.
ავტორი: ნიუპრესი