რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 662 ათას ადამიანს
შეადგენს, აქედან 2/5-ზე მეტი სახელმწიფო-საბიუჯეტო სექტორში მუშაობს.
ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მნიშვნელოვნად მაღალია
სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, ის მხოლოდ
საფინანსო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს ჩამოუვარდება.
არადა,
ექსპერტები თვლიან, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საბიუჯეტო სექტორში
დასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულთა 1/5 არ უნდა
აღემატებოდეს. ასევე, მათი შრომითი ანაზღაურება კერძო სექტორში
დასაქმებულთა ხელფასზე ბევრად მეტი არ უნდა იყოს.
სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად
ითვლება 1 724 000 ადამიანი, აქედან თვითდასაქმებულია 1 054 000,
დაქირავებით დასაქმებული კი - 662,2 ათასი ადამიანი.
დაქირავებით
დასაქმებულებიდან სახელმწიფო საბიუჯეტო სტრუქტურაში კი დაახლოებით 300
ათასი ადამიანი, დაახლოებით, 45% მუშაობს.
რაც შეეხება შრომით
ანაზღაურებას, სახელმწიფო მმართველობაში ხელფასი, საშუალოდ, 1 188,5 ლარს
შეადგენს, რაც ოდნავ დაბალია საფინანსო სექტორში დასაქმებულთა შრომის
ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო
საბიუჯეტო უწყებებში, იქ, სადაც ეკონომიკური დოვლათი არ იქმნება,
დასაქმებულთა წილიც მაღალია და ხელფასებიც.
ექსპერტი
სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოში
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში, საბიუჯეტო სექტორში მომუშავეთა წილი
საკმაოდ მაღალია და ის აუცილებლად უნდა შემცირდეს.
წყარო : ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი