|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეში 5 ჭიქა ყავა ასუქებს

თუ ადამიანი დღეში ხუთ ჭიქა ყავას სვამს, თუნდაც კოფეინის გარეშე, მისი წონაში მომატების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის შესახებ დასავლეთ ავსტრალიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ხუთი ჭიქა ყავა შინაგანი ორგანოების გარშემო ე.წ. ვისცერალური ცხიმის (ცხიმის ყველაზე სახიფათო სახეობა) მოცულობას აორმაგებს. ვისცერალური ცხიმი შინაგანი ორგანოების მუშაობას აფერხებს და ისეთ პროცესებს იწვევს, რაც, თავის მხრივ, სერიოზული დაავადებების მიზეზი ხდება.

ყავის ნეგატიურ ეფექტს მეცნიერები მასში ქლოროგენის მჟავის შემცველობას უკავშირებენ. თუმცა ზომიერი რაოდენობით ის ორგანიზმისთვის სასარგებლოა - შაქრიანი დიაბეტის განვითარებას ხელს უშლის.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერები ლაბორატორიის თაგვებს დღეში ხუთი ჭიქის ექვივალენტი ყავის ულუფებს აძლევდნენ. შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ ორჯერ უფრო მეტი მოცულობის ვისცერალური ცხიმი  უვითარდებოდათ. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კევინ კროფტის თქმით, ყავის სასარგებლო თვისებების შესახებ დღემდე გავრცელებული ცნობების მიუხედავად, მისმა კოლეგებმა დაამტკიცეს, რომ ჭარბი რაოდენობით მიღებისას ის წონაში მომატებასა იწვევს.

ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა, რომ გასუქების გარდა, საცდელ მღრღნელებს ინსულინის მიმართ იმუნიტეტი გაუძლიერდათ. 


წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა