|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩევები წყალ­ტუბოს საკ­რებულო­ში

გა­სულ კვი­რას წყალ­ტუბოს საკ­რებულოს სხდო­მამ ხმა­უ­რის და და­პი­რის­პი­რების ფონ­ზე ჩა­ი­რა. საკ­რებულოს "ნა­ცი­ო­ნალ­მა" დე­პუ­ტატ­მა, ხათუ­ნა წე­რე­თელ­მა საკ­რებულოს (ყოფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" და ამჟამად "მე­ოც­ნებე") თავმჯდო­მა­რე, ნო­დარ კა­პა­ნა­ძე მის მი­მართ ზე­წო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ხათუ­ნა წე­რე­თე­ლი ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის 2010 წლის არ­ჩვე­ნებში პოლიტიკური პარტია "თორთლაძე დემოკრატებიდან" იყრი­და კენჭს. მას მხარი მექ­ვე­ნის თემ­მა და­უ­ჭი­რა, რო­მელ­შიც წყალ­ტუბოს რა­ი­ო­ნის  ზე­და ზო­ნის 5 სო­ფე­ლი შე­დის. რო­გორც ხათუ­ნა წე­რე­თე­ლი ამბობს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" და­ტო­ვებას 2013 წლის იან­ვრი­დან აი­ძუ­ლებენ. თუმ­ცა, ის პარ­ტი­ის შეც­ვლას არ აპი­რებს.

"მე არ­ჩე­უ­ლი ვარ ხალხის მი­ერ ამ პარ­ტი­ის სახელით  და წლები გა­ვა­ტა­რე ამ პარ­ტი­ის სახელით­ვე. სხვა პარ­ტი­ა­ში გა­დას­ვლას სო­ფე­ლი არ მი­ი­ღებს. ორი დრო­შით ხელ­ში ტრი­ა­ლი არ შე­მიძ­ლი­ა. ქა­ლი ვარ და ჩემ­გან ეს არ შე­იძ­ლება, ამი­ტომ იმ პო­ზი­ცი­ა­ზე დავ­რჩი, რა­ზეც ვიყავი თა­ვი­დან­ვე. ბევრჯერ შე­ვი­კა­ვე თა­ვი, მაგ­რამ ბოლო სხდო­მა­ზე მა­თი საუბარი საკ­მა­ოდ ზღვარ­გა­და­სუ­ლი იყო," - აცხადებს ხათუ­ნა წე­რე­თე­ლი.

რო­გორც წე­რე­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" და­ტო­ვება მას საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რემ რამ­დენჯერ­მე შეს­თა­ვა­ზა. ამ წი­ნა­და­დებაზე უა­რის თქმის შემ­დეგ კი, მი­სი ოჯახის წევ­რები სამ­სახური­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რა­შიც წე­რე­თე­ლი საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ჩე­მი მე­უღ­ლე სამ­სახურს იწყებდა სატყეო დე­პარ­ტა­მენ­ტში. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­წეს­რი­გების მიუხედა­ვად, სამ­სახური ვერ და­იწყო. ჩე­მი შვი­ლი კი ორი თვის წინ სოფ­ლის გამ­გეობიდან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს," - აცხადებს ხათუ­ნა წე­რე­თე­ლი.

რო­გორც კა­პა­ნა­ძე ამბობს, წე­რეთ­ლის ბრალ­დებები აბსურ­დუ­ლი და და­უ­საბუთებელი­ა. რაც შეეხება, დე­პუ­ტა­ტის ოჯახის წევ­რების სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებას, კა­პა­ნა­ძე ამბობს, რომ ამის შე­სახებ საკ­რებულოს სხდო­მა­ზე შე­იტყო.

"აბსურ­დი­ა, ის რა­საც ეს ქალბატო­ნი ამბობს. ქა­ლია და ვერ ვა­კარ­დებ ბოდი­ში მოიხადოს. პი­რი­ქით, მი­სი ნა­თე­სა­ვები იყვნენ ჩემ­თან მო­სუ­ლი დახმა­რების თხოვ­ნით. ეს მე მას ავუხსე­ნი. ჩვე­უ­ლებრი­ვი პრო­ცე­სი­ა, რომ ერ­თი გუნ­დი შე­იც­ვა­ლა მე­ო­რე გუნ­დით და ვინ­მემ რე­ა­ლობა ახლებურად აღიქ­ვას. არც მის ქმარ-შვილს ვიც­ნობ და არც იმის ბერ­კე­ტი მაქვს, რომ ისი­ნი სამსხური­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო.  და­უ­საბუთებელად ადა­მი­ანს ასე­თი რამ დააბრა­ლო, ეს უბრა­ლოდ რი­ტო­რი­კის­თვის ჭირ­დება" - აცხადებს წყალ­ტუბოს საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე, ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

წყალ­ტუბოს საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რე ნო­დარ კა­პა­ნა­ძის განცხადებით, საკ­რებულო­ში ყვე­ლა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის თა­ნაბარი გა­რე­მოს შექ­მნას ცდი­ლობს. 

"თუმ­ცა „ნა­ცი­ო­ნა­ლები" უარს ამბობენ და ამ წი­ნა­და­დებაზე არ მო­დი­ან. პრე­ტენ­ზიები აქვთ, თით­ქოს ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დება და გავ­ლე­ნის ქვეშ გვყავს, თუმ­ცა, არ ვი­ცი რა­ზეა საუბარი," - ამბობს ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის აზ­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" წარ­მო­მად­გენ­ლების მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნაბიჯები, "ქარ­თუ­ლი ოც­ნების" მი­მართ მო­სახლეობაში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ნე­გა­ტი­უ­რი განწყობის და­ნერ­გვას ემ­სახურება.

წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტა­ცი­ის სამ­სახურის უფ­რო­სი ლე­ვან ლექ­ვი­ნა­ძის თქმით,  წყალ­ტუბოს ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის "ქარ­თუ­ლი ოც­ნების" წარ­მო­მად­გენ­ლებმა უმ­რავ­ლე­სობაში მოს­ვლის შემ­დეგ, ძვე­ლი კად­რებიდან ზო­გი­ერ­თი პირ­და­პირ გა­დააყენეს, ხოლო ზო­გი მათ­გა­ნის გა­საშ­ვებად "დახმა­რება" დას­ჭირ­დათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ 2013 წლის ივ­ნის­ში იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­დააყენეს წყალ­ტუბოს საკ­რებულოს ყოფი­ლი თავმჯდო­მა­რე, მა­მუ­კა სა­ღა­რე­იშ­ვი­ლი. ასე­ვე, შე­იც­ვალ­ნენ საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, სა­ფი­ნან­სო-საბიუჯეტო და სა­მან­და­ტო კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რეები.

სამ­სახური­დან გა­თა­ვი­სუფ­ლებულ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა თა­ვად წყალ­ტუბოს საკ­რებულოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სახურის უფ­რო­სი ლე­ვან ლექ­ვი­ნა­ძეც. რო­გორც ლექ­ვი­ნა­ძე აცხადებს, მი­სი გა­თა­ვი­სუფ­ლების­თვის საკ­რებულო­ში  სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­იქ­მნა, რო­მელ­მაც ის რად­მე­ნი­მე მო­ტი­ვით გა­დააყენა და­კა­ვებული თა­ნამ­დებობიდან. თუმ­ცა, ორი თვის შემ­დეგ წყალ­ტუბოს მა­გის­ტრატ­მა სა­სა­მარ­თლომ, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სახურის ყოფილ­მა უფ­როს­მა საკ­რებულოს ეს გა­დაწყვე­ტი­ლება გა­ა­სა­ჩივ­რა, გა­ნა­ჩე­ნი ლექ­ვი­ნა­ძის  სა­სარ­გებლოდ გა­მო­ი­ტა­ნა.

ლექ­ვი­ნა­ძე სა­კად­რო ცვლი­ლებების გაგ­რძე­ლებას თვით­მმარ­თვე­ლობაში არ გა­მო­რიცხავს. მი­სი თქმით, არ­ჩევ­ნების შემ­დეგ წყალ­ტუბოს გამ­გეობასა და საკ­რებულო­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია იგეგ­მება. რო­გორც ლექ­ვი­ნა­ძე ამბობს, საკ­რებულოს სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო 5 კა­ცი­ა­ნი კო­მი­სია უკ­ვე და­კომ­პლექ­ტებულია და მას ნო­დარ კა­პა­ნა­ძე ხელ­მღვა­ნე­ლობს.

წყალ­ტუბოს საკ­რებულო­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნება" უმ­რავ­ლე­სობაში მას შემ­დეგ მო­ვი­და, რაც წყალტუბოს საკ­რებულოს ყოფი­ლი თავმჯდო­მა­რე, მა­მუ­კა სა­ღა­რე­იშ­ვი­ლი იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­დააყენეს.  დღე­ი­სათ­ვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობას" წყალ­ტუბოს საკ­რებულო­ში 9 დე­პუ­ტა­ტი ჰყავს, 3 დე­პუ­ტა­ტი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ტი­ოტ­თა ალი­ან­სი",  ხოლო 13 დე­პუ­ტა­ტი  "ქარ­თუ­ლი ოც­ნების"  რი­გებში ირიცხება.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა