|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პელეს შვილიშვილები სასამართლოში უჩივიან

72 წლის ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს შვილიშვილები სასამართლოში უჩივიან.

13 წლის ოქტავიო და 15 წლის გაბრიელი 6-6 ათას დოლარს ითხოვენ. ისინი სამედიცინო დაზღვევისა და განათლებისთვის საჭირო თანხას საკუთარი ჯიბიდან იხდიან. სიტუაციას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ ბავშვების დედა, სანდრა რეგინა 2006 წელს 

სიმსივნით გარდაიცვალა.

როგორც ამბობენ, პელეს შვილიშვილების ნახვის სურვილიც კი არ აქვს. ფეხბურთის მეფემ ისინი ბოლოს 2011 წელს ნახა. სასამართლო გარჩევა ნოემბერში დასრულდება.

ცნობითვის, ბავშვების დედა, სანდრა რეგინა, პელეს უკანონო შვილი იყო. ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში მას შვილად არ სცნობდა და რეგინას სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლო პროცესი და დნმ-ის  ანალიზის ჩაბარებაც დასჭირდა. თუმცა სიმართლის დადგენის შემდეგაც პელე შვილთან თითქმის არ კონტაქტობდა.  სანდრამ აღნიშნულ ფაქტს ავტობიოგრაფიული წიგნი - "ქალიშვილი, რომელიც მეფეს არ სურდა" მიუძღვნა. 

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა