|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერები მიწის ნაკვეთის გამო ერთმანერთს დაუპირისპირდნენ

newpress.ge-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს (ვიცე–მერს) კოტე ლომიძესა და მეორე ვიცე–მერს, თენგიზ თოფურიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ირკვევა,  ვიცე–მერებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქუთაისის ცენტრში,  მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა გახდა.

როგორც წყარო ადასტურებს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 35 წლიანი იჯარით კერძო კომპანიას სასტუმროს აშენებისათვის გადაეცა, ხოლო შესაბამის დოკუმენტს ხელს კოტე ლომიძე აწერს.

როგორც newpress.ge-ისათვის ხდება ცნობილი, კოტე ლომიძემ დოკუმეტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ბესო ქციფურიშვილმა ის შეცდომაში შეიყვანა.

აღნიშნულის გამო, newpress.ge-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სასტუმროს მშენებლობისათვის იჯარით გაცემული ფართის კერძო მესაკუთრისაგან უკან დაბრუნებას ცდილობს.

წყაროს მტკიცებით, თავად კომპანიაში, რომელზედაც მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცა იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორის (ამაჟამად „პატრიოტთა ალიანსიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვაანელი)  გოჩა თევდორაძის ინტერესებია.

რომელ მიწის ნაკვთზეა საუბარი, როგორ და რა ვითარებაში მოხდა მისი იჯარით გაცემა და რომელი კომპანიის  სარგებლობაში გადავიდა ქუთაისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი? newpress.ge - ამ წუთებში იკვლევს დამატებით ინფორმაციას, რომელსაც უმოკლეს ხანში მოგაწვდით.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.   

ავტორი: დეა მანაგაძე