დათო ტურაშვილი – ჩვენ არა ვართ წიგნიერი ერი
„ჩვენ არა
ვართ კითხვის მოყვარული, წიგნიერი ერი და ეს არის სამწუხარო ფაქტი“, – განაცხადა მწერალმა
დათო ტურაშვილმა ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული შეხვედრა
ევროკავშირის პროექტის „ვისაუბროთ წიგნებზე“ ფარგლებში გაიმართა და იგი ერთ კონკრეტულ
წიგნს რომენ გარის „თეთრ ძაღლს“ დაეთმო.
მწერალმა აღნიშნა, რომ რომენ გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. გარი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება.
დათო ტურაშვილმა იმაზეც მიუთითა, რომ წიგნი ანტირასისტულია და რომ მას დიდი გამოხმაურება სწორედ ფერადგკანიან მკითხველში ჰქონდა.
მწერალი რასიზმის თემას შეეხო და ნაწილობრივ newpress-ის მიერ გავრცელებულ ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, რომელსაც ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ჰქონდა ადგილი. ტურაშვილმა რასიზმიც და უცხოს მიმართ შიში თავისუფლების არქონით და მონის კომპლექსით ახსნა.
„განსხვავებულის მიმართ შიში გამოიწვია ორასწლიანმა მონობამ, რადგან თავისუფალ ადამიანს არაფრის ეშინია, ეშინია მონას. ქართველს არ ეშინოდა მრავალფეროვნების კულტურული, ეთნიკური, რელიგიური განსხვავებულობის. ამ მრავალფეროვნებამ შექმნა ის უნიკალური კულტურა, რითაც ქართველი ამაყობს, ამ მრავალფეროვნებაზე მიუთითებდა რუსთაველიც „გვაქვს უთვალავი ფერითა“, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.
მწერალმა აღნიშნა, რომ ფერადგაკნიანები საქართველოში კერძოდ
აფხაზეთშიც ცხოვრობდნენ და 1918–21 წლებში რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის
მეთაურობით ქართველების
მხარდამხარ იბრძოდნენ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი