|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - არ მეშინია, რომ ვინმე მოვა და ტვინს გამომირეცხავს

სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელთა ფართო წრეების დაინტერესება შეძლო. თავის ირგვლივ გააერთიანა განსხვავებული გემოვნების და შეხედულების მაყურებლები. სერიალის ავტორები ბევრ ქართულ სტერეოტიპს ამზეურებენ და მათ ირონიზებას ახდენენ. სტერეოტიპებზე, სერიალებზე, სერიალის შედევრებზე, ირონიის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე  newpress.ge-ს ესაუბრება დრამატურგი, „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი.

- სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ბევრ  ქართულ სტერეოტიპს აქცენტირებთ ( უტევთ), ქართულ საზოგადოებას მათი გვერდიდან დანახვის შესაძლებლობას აძლევთ. ხდება ბევრი რამის ირონიზება. რამდენად მნიშვნელოვანია ირონიზება (განსაკუთრებით ე.წ. სიწმინდეების)და საერთოდ ხომ არ მიიჩნევთ, რომ აუცილებელია საქართველოში „ეროვნული ირონიის“ დამკვიდრება

- ეროვნულ ირონიას დამკვიდრება არ ჭირდება და ვისაც კითხვა უყვარს, მან იცის, რომ ქართულ ლიტერატურას, თუ კინოს არასდროს აკლდა ირონია, იუმორი, სარკაზმი და სატირა.

- მონარქიასთან და „ცისფერსისხლიანების“ გამოჩენასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველება გამოგივიდათ, თუ ეს არ იყო წინასწარმეტყველება და ლოგიკური სვლა გახლდათ,  ჩვენი რეალობის ზუსტი შეფასება?

- წინასწარმეტყველებების არ მჯერა, უფრო ინტუიციის : )))

- მიჩნეულია, რომ სერიალები „ტვინის გამორეცხვას“ ემსახურება. რამდენად სამართლიანია ამ ჟანრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება? და იქნებ სწორედ სერიალს შეუძლია ტვინს აზროვნების ფუნქცია დაუბრუნოს? მაყურებელი  რაიმე პრობლემის, საკითხის მიმართ ფიქრის ხანგრძლივ პროცესში ჩართოს?
- მე არ მესმის ხოლმე, რატომ ეშინიათ ტვინის გამორეცხვის. მე მაგალითად არ მეშინია, რომ ვინმე მოვა და ტვინს გამომირეცხავს.

- ბევრმა სერიალმა დაამტკიცა ამ ჟანრის დიდი შესაძლებლობები. თქვენ როგორ უყურებთ სერიალის მომავალს? ხომ არ გეგულებათ სერიალის შედევრებიც?

- ძალიან ბევრი კარგი სერიალი ვიცი. სოპრანოს კლანი, მედ მენი, ჰაუსი, ჰაუს ოფ ქარდ, რუსული „სკოლა“..

- ქალი მწერლების ქალი დრამატურგების შესაძლებლობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობდა. რა ხდება დღეს ამ მიმართულებით საქართველოში?

- ქალები ყველა სფეროში ისეთივე აქტიურები და წარმატებულები არიან, როგორც კაცები და ეს უკვე იმდენად თვალსაჩინოა, რომ ვერანაირი სკეპტიკური დამოკიდებულება ვერ დააკლებს ვერაფერს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი