სასულიერო პირები და მასწავლებლები პედოფილიის ბრალდებით დააკავეს
კანადის პოლიციამ პედოფილების გიგანტური ქსელი გაანადგურა. აღნიშნული ქსელი, როგორც ირკვევა, მსოფლიოს ბევრ
ქვეყანას მოიცავდა.
პედოფილების ქსელის ცენტრის ძიებას სამწლიანი გამოძიება დასჭირდა. გამოძიების შედეგად კი ასობით ადამიანი დააპატიმრეს – მათ შორის სასულიერო პირები და მასწავლებლები. გადაარჩინეს 400 ბავშვი, რომელთაც ამ პედოფილებიდან საფრთხე ემუქრებოდათ.
აღნიშნული ქსელის ცენტრს დახურული კომერციული ორგანიზაცია Azov Films წარმოადგენდა, რომელიც პორნოფილმებს ამზადებდა ტორონტოში. კანადაში დააკავეს 108 ადამიანი, აშშ–ში –76, დანარჩენი კი ევროპის ქვეყნებში.
კანადის პოლიციის ცნობით დაკავებულთა შორის სკოლის 40 მასწავლებელი, 9 – ექიმი და მედდა, 32 – ვოლონტიორი, რომლებიც ბავშვებთან მუშაობდნენ, 6 – კანონდამცველი, 9 – სასულიერო პირი და 3 – მეურვე.
ამ დაჯგუფების ორგანიზატორად მიიჩნევა 42 წლის ბრაიან უეი, იგი Azov Films მფლობელი გახლდათ. აღნიშნული ფორმა რეკლამირებას უწევდა დ ა მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებდა პორნოფილმებს არასრულწლოვნების მონაწილეობით.
კანადური პოლიციის ცნობით უეის ფირმას ამ მასალებს სხვადასხვა ქვეყნიდან აწვდიდნენ, მათ შორის – რუმინეთიდან, უკრაინიდან და გერმანიიდან.
სტატია მომზადებულია
Independent –ის მიხედვით
ავტორი: ნიუპრესი