იაპონელებმა წლის ავტომობილი დაასახელეს
იაპონიური პრემია "2014 წლის ავტომობილის" მფლობელი დასახელდა. მას ყოველწლიურად იაპონიის ავტომობილების ექსპერტებისა და ჟურნალისტების ასოციაცია (RJC) ასახელებს.
იაპონელების აზრით, 2014 წლის საუკეთესო ავტომობილი სედანი Mazda6-ია, რომელიც შიდა ბაზარზე იყიდება სახელით - Atenza.
Mazda6-ის მთავარი კონკურენტები კრასოვერი Mitsubishi Outlander PHEV და მსუბუქი ავტომობილი Honda Fit იყვნენ.
ექსპერტებმა სედანი Mazda-ს ეკოლოგიური ბენზინის ძრავი SkyActiv-G და დიზელის SkyActiv-D-ი აღნიშნეს.
იაპონიის პრემია "წლის ავტომობილს" სერიულ ავტომობილებს ანიჭებენ, რომლებიც გაყიდვაში წინა წლის 1-ელი ნოემბრიდან ამა წლის 31 ოქტომბრამდე ჩაეშვა.ნომინაციაში "უცხოური წარმოების საუკეთესო ავტომობილი" ჰეჩბეკმა Volvo V40-მა გაიმარჯვა.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა