|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა საპატრიარქო პოლიტიკაში? - ქუთაისელების შეფასებები

newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული  40 ადამიანიდან 35 თვლის, რომ საპატრიაქრო პოლიტიკაში უნდა ერეოდეს, 5 ადამიანი კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო პოლიტიკაში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაერიოს.
"თუ ნორმალური ქვეყანაა და ნორმალური მთავრობა გვყავს, მაშინ საპატრიარქო არ უნდა ერეოდეს. მაგრამ რომ უყურებს საპატრიაქრო ქვეყანა დაშლისკენ მიდის, ამიტომ ერევა", – ასეთია ქუთაისელების შეფასებები პოლიტიკაში სასულიერო პირების ჩარევასთან დაკავშირებით.



პოლიტიკაში საპატრიარქოს ჩარევის საკითხი განსაკუთრებით, მას შემდეგ გახდა აქტუალური, როცა საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მთავრობას მოუწოდა პარალმენტში წარდგენილი  თვითმმართველობების კოდექისთვის მხარი არ დაეჭირათ. აღნიშნული მოწოდება პატრიარქმა კანონპროექტის იმ ნაწილზე გააკეთა, სადაც თვითმმართველობებში  დამატებით ახალი ინსტიტუციურ დამატების საჭიროებაზე არის საუბარი.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა