|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მოვაჭრეები კარტოფილის გაძვირებაზე - შემცირებას ვინ იტყვის, ყველას ჯიბეებზე აქვს ხელი

პროდუქტებზე ფასების გაზრდის გამო ქუთაისში მოსახლეობის გარდა, პროტესტს მოვაჭრეებიც გამოთქვამენ. მათი განცხადებით, პროდუქციის გაძვირების გამო, მოსახლოება მათ შეძენას ვეღარ ახერხებს, რაც რეალიზაციის პრობლემებს იწვევს.

ქუთაისში განსაკუთრებული უკმაყოფილება კარტოფილსა და მწვანილზე ფასის ზრდამ გამოიწვია.
ფასის ზრდასთან დაკავშირებით კი ადგილობრივი მოვაჭრეების აზრი ორად გაიყო.
ერთი ნაწილი კარტოფილის ფასის გაზრდას, საბაჟო გადასახადის გაზრდას უკავშირებს. მეორე კი ამ პრობლემას მოსავლის სიმცირით განსაზღვრავს. მათი განცხადებით, პრობლემები ექმნებათ ტრანსპორტირების დროსაც.
"ადრე ტრანსპორტირება თუ ჯდებოდა 2000 ლარი, დღეისათვის ის 3000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო გადმოსაზიდი პროდუქტის რაოდენობა შემცირდა"- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
"ვინ იტყვის შემცირებას, ყველას ჯიბეებზე აქვს ხელი. სანიკიძე რომ დაჯდა პარლამენტში, ასე თქვა მილიარდელი უნდა გავხდეო" - ამბობს ქუთაისში მოვაჭრე.


ავტორი: ნანა აბესაძე, ნარგო ნაჭყებია, სერგო ელიავა

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა