ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ
აშშ-ის დედაქალაქში ახალი წლის ღამეს დედამ ტყუპებს სიცოცხლე სხვადასხვა წელს აჩუქა. ტყუპების დაბადებას შორის ინტერვალი მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დაძმების დაბადების გრაფაში სხვადასხვა წელი დაფიქსირებულიყო.
უფროსი და იალენი სანტოს ტოჰალინო დაიბადა 2013 წლის 31 დეკემბრის 11:58-სთ-ზე, მისი უმცროსი ძმა ლორაინ იალენი ბეგაზო კი 2014 წლის 1 იანვრის 00:01-სთ-ზე მოევლინა ამ ქვეყანას. ვაშინგტონის მედსტარის ჰოსპიტალური ცენტრის ინფორმაციით, გოგო იწონის 2,7 კილოგრამს ხოლო ძმა 2.3 კგ-ს.
ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა კანადაშიც, სადაც ტყუპი დები ასევე სხვადასხვა წელს დაიბადნენ. გაბრიელა სელგუეირო დაიბადა 2013 წლის 31 დეკემბრის 11:52-სთ-ზე, ხოლო სოფია სელგუეირო გაჩნდა 2014 წლის 38-ე წამზე.
„გასული წლის შესანიშნავი დასასრული და ახალი წლის ბრწყინვალე დასაწყისი“ ასეთი კომენტარი გააკეთა ტყუპი დების მამამ ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
წყარო: news.ge
ავტორი: ნიუპრესი