|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინის მოვლენები შესაძლოა მსოფლიო კრიზისის მიზეზი გახდეს - დასავლური მედია უკრაინაზე

არც ძალისმიერი მეთოდები, არც რუსული კრედიტები უკვე აღარ დაეხმარება იანუკოვიჩს გამოაღწიოს იმ ღრმა ჩიხიდან, სადაც თავად მოიმწყვდია თავი, -  წერს დასავლური მედია. იანუკოვიჩის მიმართ არსებული უკმაყოფილება გადაიზარდა მოწოდებებში  - დაინგრეს  უკრაინის პრეზიდენტის მიერ აგებული მთელი მისი გამყიდველური სისტემა.  აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებმა იანუკოვიჩი და მისი მიმდევრები გარიყულებად უნდა აქციონ, მაგრამ კრიზისის დაძლევა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია, წერენ უცხოური გამოცემები.

უკრაინაში არსებული ვითარება იმის რისკს აჩენს, რომ იგი გახდეს ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ კრიზისად და აქ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. "ევროკავშირი ბოლოსდაბოლოს უნდა ჩამოძვრეს ღობიდან და უკრაინულ ოპოზიციას პრაქტიკული დახმარება გაუწიოს ", - აღნიშნავს The New York Times.

ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ იანუკოვიჩს და მის მხარდამჭერებს რუსეთიდან,  არ შეუძლიათ აღადგინონ ადრინდელი წესრიგი ძალისმიერი მეთოდებით. ძალის გამოყენება და ჯარის შეყვანა მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ქაოსს, წერს The New York Times.

გამომცემლობა ურჩევს იანუკოვიჩს, გამოეთხოვოს  იმედებს, რომ ამ ჩიხიდან მშრალად გამოაღწევს, სადაც თავად მოიმწყვდია თავი. რუსებმა კი თავიანთი მხრიდან უნდა აღიარონ, რომ პრობლემა არაა არც  დასავლეთში და არც „ექსტრემისტებში“ და რომ ფულით იანუკოვიჩს მუდმივად ვერ შეუნარჩუნებენ ძალაუფლებას, აღნიშნავს გამოცემა. იანუკოვიჩმა უნდა დადოს პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციის ლიდერებთან, ხოლო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მერე თავად უკრაინელები მიიღებენ. „თუმცა ამ გადაწყვეტილებებში წარმოუდგენელია არ შევიდეს  პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", წერს The New York Times.

ის რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება იქცეს მსოფლიოს ყველაზე სერიოზული კრიზისის მიზეზი მრავალი წლის განმავლობაში, წერს ბრიტანული  The Guardian.

მრავალრიცხოვანმა მსხვერპლმა კიევში და ხელისუფლების  ე.წ. ანიტტერორისტულმა ოპერაციებმა მთავრობა, ოპოზიცია და მოპროტესტე ხალხი იმ კონდიციამდე მიიყვანა, საიდანაც უკანდასაბრუნებელი გზა არ არსებობს.  შესაძლებელია სწორედ პუტინის რჩევით, იანუკოვიჩმა ადრეგამოყენებული ძალა  უსისტემოდ და არაეფერქტურად მიიჩნია და გადაწყვიტა დაიჭიროს გაცილებით მკვეთრი პოზიცია.

„შედეგად მივიღეთ გამწვავებული კრიზისი,  რომელზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის, ევროკაშირის და აშშ-ს ბედიც"  მიაჩნიათ The Guardian ანალიტიკოსებს. დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური მომავალი, არამედ პუტინისა დ ა მისი ხელისუფლების რეპუტაცია, იქამდე  მთელი ევროკავშირის რეპუტაცია მსოფლიო არენაზე, ამასთან არც თუ მარტივი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებიც", აღნიშნავს გამოცემა. "ასე რომ უკრაინის, როგორც მსოფლიოს პერიფერიული სახელმწიფოს პრობლემები გადაიქცა, პრობლემად რომელიც ღრმად ეხება ყველა ჩვენთაგანის მომავალს", - წერს The Guardian. 

წყაროები: The New York TimesThe Guardian

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა