ყირიმის შემდეგ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინასაც დაიპყრობს - The New Republic
უკვე ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც
პუტინმა პარლამენტის უმაღლეს პალატას უკრაინაში ძალის გამოყენების შესახებ
მოთხოვნით მიმართა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა აჩვენა, რომ იგი ძალას არა
მარტო ყირიმში გამოიყენებს, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც - წერს The New Republic რედაქტორი
იულია იოფე.
სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვიულებს
ეპიზოდზე, რომელიც 15 მარტს მოხდა, როდესაც დაახლოებით 80-მა სამხედრომ (გაურკვეველი
საიდენტიფიკაციო ნიშნებით) ხელში ჩაიგდო გაზისმიმწოდებელი სადგური ხერსონის
რაიონის სოფელ სტრელკოვოში. 16 მარტს
ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აკსენოვმა რუსეთს თხოვნით მიმართა, გამოეგზავნა დაკავებული სადგურის
დაცვისთვის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი.
საქმე იმაშია რომ ბოლო პერიოდში ყირიმში
შეფერხებები დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. კიევის ცენტრალური ხელისუფლება
კი იმუქრება შეუწყვიტოს ყირიმს ელენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდებაც. ყირიმის
გეოგრაფიის გათვალისწინებით ამის გაკეთება რთული არ იქნება.
ყირიმი ნახევარკუნძულად ტექნიკური თვალსაზრისით ითვლება. უკრაინის ძირითად ტერიტორიასთან მას აკავშირებს პერეკოპის ყელი. სამაგიეროდ ყირიმი როგორ უკავშირდება რუსეთს? როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს - არანაირად.
რუსეთიდან
ნახევარკუნძული გაყოფილია ქერჩის სრუტით, თუმცა ხიდი ქერჩსა და და მის პირდაპირ მდებარე კრასნოდარს შორის არ არის.
როგორ მოამარაგებს მოსკოვი მის მფლობელობაში გადასულ ყირიმს, თუკი კიევი მართლაც
გადაუკეტავს მას გაზს, ელენერგიას და წყალს?
"რუსეთი რომ იყოთ გენდომებოდათ პირველადი
დანიშნულების საქონლის ბარჟით ყურეში გადატანა?
ამ ძვირადღირებული ხიდის აგება ან
ასევე ძვირადღირებული მილების გაყვანა სრუტეში? ხომ უფრო მარტივი იქნებოდა პერეკოპის ჩრდილოეთით
და დასავლეთით დაიპყრო ტერიტორიები, მითუმეტეს როცა არ მოერიდე ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის მოხდენას? და
სანამ აქ ხარ, შეგიძლია მიიერთო მთელი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონი მდიდარი
ქვანახშირით, ქარხნებით და საწარმოებით? მითუემტეს როცა ამის ნებართვა უკვე აიღე", - წერს იულია იოფე.
წყარო:The New Republic
ავტორი: ნიუპრესი