|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რისკიანი" სპექტაკლი "ნარკოტიკებზე ძლიერი შეგრძნებით"- ქუთაისში "მაკბეტის" პრემიერა გაიმართება

„პრემიერა ეს არის წინასაინფარქტო მდგომარეობა. ამ  გრნობას, როცა პრემიერა ჩაივლის,ვერაფერი შეგიცვლის ვერანაირი ნარკოტიკი", - მიაჩნია რუსთაველის თეატრის მსახიობ ბაჩო ჩაჩიბაიას.

მაკბეტის როლის შემსრულებელ ბაჩო ჩაჩიბაიას და კიდევ 12 მსახიობს „წინასაინფარქტო მდგომარეობა“ და „ნარკოტიკზე ძლიერი“ შეგძნებები  23 მარტს დაუდგება. 

რეჟისორ ვანო ხუციშვილის "მაკბეტის" პრემიერა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე დღეს გაიმარება.

მსახიობები საუბრობენ სპექტაკლის სათქმელის აქტუალობაზე,  გააზრების არაორდინარულობასა და ფორმის ექპერიმენტულობაზე.  ასევე გარკვეულ რისკებზე რაც ასეთ რთულ სპექტაკლს ახლავს. "არის რისკი, არის ექსპერიმენტი (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) მაგრამ მიყვარს როცა რისკი ახლავს ამა თუ იმ როლის. ჩვენ დავიჯერეთ იმ სათქმელის რაც სპექტაკლში ისმის და მთავარია მაყურებელმაც დაიჯეროს და ერთ ხანს აცოცხლოს ეს სპექტაკლი", - ამბობს მსახიობი ნინო ჭოლაძე (ლედი მაკბეტი). 

"მაკბეტი"  ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. სპექტაკლი სამ მოქმედებიანია და 3 საათის განმავლობაში გრძელდება. წარმოდგენა 18 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა