ბრიტანელებს სიმაღლის, ძაღლების და ჯამბაზების ეშინიათ - რისი გეშინიათ თქვენ?
ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს ბრიტანელების ძირითადი შიშები - დაწყებილი სიმაღლის შიშიდან, წყლის და ძაღლების შიშით დასრულებული, წერს გამოცემა Independent.
კვლევითმა კომპანიამ YouGov გამოკითხა 2 ათასი ადამიანი. იმის გამოსარკვევად ყველაზე გავრცელებულ 30 ფობიათა შორის მათ რომელი აწუხებდათ.
კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელებს ყველაზე მეტად
მაინც სიმაღლის ეშინიათ აკროფობია
ბრიტანელთა 58% აწუხებს. შემდეგ მოდის ძაღლების
შიში: ბრიტანელების 14 პროცენტს სწორედ ამ, ადამიანის საუკეთესო მეგობარი ოთხფეხის
ეშინია. შემდეგ მოდის ჰემოფობია - სისხლის შიში, შედეგ ნიკტოფობია - სიბნელის შიში. კოულტოფობია - ჯამბაზების
შიში, აგორაფობია - ბრბოს შიში, აეროფობია - ფრენის შიში, ტრიპანოფობია ნემსების და
ჩხვლეტის შიში, მუზობოფია თაგვების შიში და გლასოფობია - საჯაროდ გამოსვლის შიში.
წყარო:Independent
ავტორი: ნიუპრესი