|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იხარჯება თუ არა ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი წინასაარჩევნო პიარისთვის?

2014 წელს, ქუთაისის მერის 300 000 ლარიანი სარეზერვო ფონდიდან ამ დროისთვის 84 396 ლარია დახარჯული. 
სარეზერვო ფონდიდან თანხები, ძირითადად, სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად არის გაცემული. მაშინ როცა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია, გასულ წლებში  ზემოთ აღნიშნული მიზნით   სარეზერვო ფონდის განკარგვას  აკრიტიკებდა.
2014 წლის იანვრიდან ამ დრომდე, სარეზერვო ფონდიდან  დახარჯული თანხა   25 ბენეფიციარზეა გადანაწილებული. გარდა ამისა, ფონდიდან თანხა ორჯერ სააფთიაქო ფირმა შპს "ალიანსი მედიცინისთვის" გადაირცხა, რამაც 1 585 ლარი შეადგინა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ „ალიანსი მედიცინისთვის“ სარეზერვო ფონდიდან თანხა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, მედიკამენტებისა და ჩვილ ბავშვთა საკვების (30 ცალი „ჰუმანა“) მიღების სანაცვლოდ გადაერიცხა.
ოფიციალური დოკუმენტებით, ასევე, ირკვევა, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას ბრაძენებით, სარეზერვო ფონდიდან 664 ლარის გადარიცხვა მოხდა  სს „საქორგგაზისთვის". 
დოკუმენტების თანახმადვე,  სარეზერვო ფონდიდან "საქორგგაზისთვის" გამოყოფილი 665 ლარი, ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბუნებრივი აირის დავალიანების გადასაფარად გადირიცხა.
სარეზერვო ფონდის ყველაზე დიდი მოცულობა  ერთეჯერადი მატერიალური დახმარებისთვისაა დახარჯული.  მაშინ, როდესაც, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი,  შოთა მურღულია  ირწმუნებოდა, რომ მიმდინარე წელს, სარეზერვო ფონდი ძირითადად სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდებოდა.  (რადგან მატერიალური და სოციალური დახმარებებისთვის ცალკე პროგრამა არსებობს).
თუმცა, ამ დროისთის, მერია სარეზერვო ფონდიდან ხანძრის შედეგად მდაზარალებულ ხოლოდ ორ ოჯახს და ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზარალებულ 4 ოჯახს დაეხმარა. ამ მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან სულ  6100 ლარი დაიხარჯა. 
მერიის სარეზერვო ფონდიდან დაკმაყოფილებულ  ბენეფიციართა შორის ვერ მოხვდნენ, ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა #12-ში მცხოვრებლები. ეს უკანასკნელები, 2013 წლის ნოებრიდან, ქარის შედეგად დაზიანებული 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეკეთებას ითხოვენ. 
აღნიშულ კორპუსში მცხოვრები აზა ჩუბინიძის თქმით, მეზობლებმა ქუთაისის მერიას დახმარებისთვის წერილობით ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში მიმართეს. 
"პასუხად მივიღეთ, რომ რადგან, მერიიდან გასულ წლებში დაგვეხმარენ, წელს ვეღარ დაგვეეხმარებოდნენ", - ამბობს ჩუბინიძე.  
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები  განმარტავენ,  რომ  მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია,  თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. 
"ვხედავ, საინფორმაციო სააგენტოებზე, ბატონი მურღულია კალათებით დადის სოციალურად დაუცველ ოჯახებში. ეს ოჯახები მაშინ არ ახსოვდა, რომ ამცირებდა სარეზერვო ფონდს და ამბობდა, რომ აღნიშნული ფონდიდან არ მომხდარიყო თანხის გაცემა  სოციალური დახმარებებისთვის",  - ამბობს  ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, დავით  გოგისვანიძე. 
ქუთაისის მერის 2014 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა, გასული წლის ფონდის მოცულობასთან შედარებით 100 000 ლარით ნაკლებია.
 2013 წელს კი 400 000 ლარინი მერის სარეზერვო ფონდიდან, 388 384 ლარის ათვისება მოხდა.   

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა