|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რატომ ევროპა" - ქუთაისის მერიის კონკურსი ახალგაზრდებისათვის

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს ესეების კონკურსს, სახელწოდებით "რატომ ევროპა". კონკურსი 2014 წლის 10 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, საქართველოში ევროპული დღეების ფარგლებში ჩატარდება.

მერიის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვანო ბუხაიძის განმარტებით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდებისა და საზოგადოების მიერ ევროპული ფასეულობების და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიმართ მოლოდინის წარმოჩინება.
"ასოცირების ხელშეკრულებას იცით, რომ ზაფხულში უნდა მოეწეროს ხელი. ამიტომაც  მანამდე გვინდა გვქონდეს ასეთი პროექტები და ახლგაზრდებმა უფრო მეტი იცოდეს ევროპის შესახებ", - განმარტა ვანო ბუხაიძემ. 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის საჯარო და  კერძო სკოლების (მე-10, მე-11 და მე-12-ე კლასის) მოსწავლეებს. 
ესე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად  შემდეგ მისამართზე: http://soorvey.com/en/?s=16ADORNQYLI. 
გარდა ამისა, მერიის ახალგაზრდობის სამსახური მიმდინარე წლის 13 მაისს მართავს ფოტო გამოფენას სახელწოდებით "ევროპელის თვალით  დანახული საქართველო". გამოფენაში მონაწილეობას ევროპელი ფოტოგარფები მიიღებენ. აღნიშნულ  გამოფენაზე 40-მდე ფოტო იქნება წარმოდგენილი. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა