სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ
სტატუსის მქონე მასწავლებლებს 2022 წლის იანვრიდან სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდებათ. ამისთვის 2022 ბიუჯეტის პროექტით 79.4 მლნ ლარია განსაზღვრული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება სწორედ 79.4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 975.0 მლნ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 112.7 მლნ ლარით აღემატება.
ამასთან, ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, 88.7 მლნ ლარით გაზრდილია სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება და 1 145.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.
ავტორი: ნიუპრესი