|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიპენდიები და სტაჟირება ამერიკასა და ევროპაში

17 აპრილს თბილისში, ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა "თბილისი - 2016“.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამერიკასა და ევროპაში სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, მალტა, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, საქართველო. 
 
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საერთაშორისო ორგანიზაციები (AIESEC, British Council, ESN, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა). ისინი  წარმოადგენენ  სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს.

გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge)    

გამოფენა   ჩატარდება სასტუმროში -  Holiday Inn Tbilisi - 26 მაისის მოედანი N1 (სპორტის სასახლის გადასწვრივ).

ჩატარების დრო: 17 აპრილი, 2016 წელი. 12:00-დან 18:00-საათამდე.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/DHB0SQ 
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: :http://goo.gl/NJ48R8
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა