სტუდენტების გაფიცვას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უერთდება
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-2 კურსის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი იზიარებენ გაფიცული სტუდენტების სულისკვეთებას და თავადაც უერთდებიან მათ.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც აცნობიერებენ სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.
ერთხმად და მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და გვაშორებს ღირსეულ მომავალს. არა რუსულ კანონს!“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, 11 მაისს, თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან რუსული კანონის პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ. მათ შეუერთდნენ ილიაუნისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, რასაც მოყვა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებები.
ავტორი: