სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ უფასო რეისებს ნიშნავს [R]
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 11:30 საათზე ჩავა, მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 12:20 საათზე შემოვა.
მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში 22:30 საათზე ჩავა; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 23:20 საათზე შემოვა.
მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც.
ავტორი: ნიუპრესი