|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თაფლში გარკვეული ნივთიერებებისა და ნარჩენის კვლევა მიმდინარეობს

სურსათის ერონვული სააგენტო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებას აგრძელებს.  

ევროდირექტივების მიხედვით, თაფლში გარკვეული ნივთიერებებისა და ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენის კვლევა მიმდინარეობს ეროვნული გეგმის შესაბამისად.

უცხოეთის ლაბორატორიაში ჩატარებული შემოწმება ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იკლო დარღვევების რაოდენობამ.

 2013 წლიდან დღემდე გაწეული მუშაობის შედეგად, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის გეგმა და  საქართველო შეტანილი იქნა იმ ქვეყნების ჩამონათვალში (The Annex to Commission Decision 2011/163/EU), რომელთაც უფლება აქვთ განახორციელონ თაფლის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროდირექტივების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლიდან დღემდე გამოკვლეულია თაფლის 369 ნიმუში, მათ შორის დარვევა გამოვლინდა 82 ნიმუშში (22%).  

2016 წელს თაფლის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების აქტუალურობის გათვალისწინებით, დამატებით განხორციელდა 18 ნიმუშის აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 3 ნიმუშში.

აღსანიშნავია ბოლო ოთხი წლის მანძილზე თაფლის ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის შედეგად  გამოვლენილი შეუსაბამობების პროცენტული კლება, რაც დადებითად შეფასდა ევროკომისიის მიერ.

 

თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევა ხორციელდება ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის ლაბორატორია „ბიორი“-ში (Institute of Food Safety, Animal Health and Environment „BIOR”, Latvia).

 

ავტორი: ნიუპრესი