თაიმი - ადგილი, სადაც იციან რა გსურთ
ერთი შეხედვით მარტივი და ნაზი სამკაულები ხშირად საკმაოდ დიდ სირთულედ იქცევა ხოლმე, როდესაც კონკრეტულ ღონისძიებაზე, კონკრეტულ სამოსთან შესაბამის კონკრეტულ სამკაულებს ვერ შეარჩევთ. ასეთ დროს დაშვებულმა ნებისმიერმა შეცდომამ ან უზუსტობამ შესაძლოა თქვენი გასაოცარი ლუქი სრულიად გააუფასუროს და თქვენი მონდომება კრახით დასრულდეს. ამიტომ, შესაბამისობა და ზომიერება ყოველთვის და მათ შორის სამკაულების შერჩევის დროსაც ძალზედ მნიშვნელოვანია.
რამდენიმე მარტივი და ზოგადი რჩევა იმ საწყის ფილტრაციაში დაგეხმარებათ, რითიც სამკაულების შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი აღნაგობაა. სამოსიც და სამკაულიც თქვენი საუკეთესო “მე”-ს წარმოჩენის შესაძლებლობად უნდა აქციოთ. ასეთ დროს კი ნებისმიერ ვითარებაში უფრო თავდაჯერებული იქნებით, რაც როგორც ვიზუალზე, ისე საუბარზე მარტივად შეგეტყობათ. საყურეებისა და ყელსაბამების შერჩევისას, მათი სიგრძე, სისქე, თვლების ზომა და ფერები თქვენი სახის ოვალის, ყელის სისქისა და სიგრძის, ასევე კანისა და თვალის ფერის მიხედვით უნდა გაითვალისწინოთ.
მაღაზიაში შესვლისას უამრავ თვალისმომჭრელ ნივთს შორის, რთულია რამდენიმე ნივთის ამორჩევა, საიდანაც იმ ერთს იპოვით, რომლის ძიებაზეც საკმაოდ დიდი დრო დახარჯეთ. ასეთ დროს, გამოცდილი კონკსულტანტების დახმარებას გირჩევთ, ისეთების, როგორსაც მაგალითად Time-ის საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მაღაზიაში შეხვდებით. თაიმი წლების განმავლობაში საკმაოდ დიდ გამოცდილებას აგროვებდა, სწავლობდა მოხმარებელთა სურვილებს, გემოვნებას და მოთხოვნებს, რაც თითოეულ ქალსა თუ მამაკაცს გააჩნია. ამიტომ, თუ თქვენმა მეგობრებმა დრო ვერ გამონახეს და სასურველი ნივთების შერჩევაში ვერ დაგეხმარნენ, ეს თაიმის გამოცდილ კონსულტანტებს მიანდეთ.
თაიმში წასვლამდე კარგად განსაზღვრეთ თუ რა ვითარებისთვის ეძებთ სამკაულს, იქნება ეს განსაკუთრებული დღე, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე, მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა თუ რუტინული ჩვეული დღე. ეს უკანასკნელი სამკაულის სამოსთან შეხამებისთვის გჭირდებათ. აქ მთავარი ფერები და ფორმებია. სამოსის მქრალ ტონებს ლამაზი სამკაულებით ამონათება სჭირდება, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეთ, ხოლო ისედაც პომპეზურ სამოსს მსუბუქი სამკაულები ესაჭიროება, რომელიც მეტისმეტად ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, რათა ზედმეტი არ მოგივიდეთ.
თაიმი აქაც საიმედო მეგობრად მიიჩნიეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს გარდა თაიმი მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ბრენდების ნდობითაც სარგებლობს და 40 - ზე მეტ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს.
ავტორი: