|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ მეფის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

თამარ მეფის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებისთის მერიამ 756 770  ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მიმწოდებელი ვალდებულია ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის №№9ა,13, 16, 18, 19, 20, 25, 26, 28, 29, 30, 35, 37, 43, 44, 45, 48, 50, 51, 53, 54, 55, 58, 60, 66, 70, 72, 72ა, 95-ში მდებარე შენობების ფასადების რეაბილიტაცია განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 190 კალენდარული დღის განმავლობაში. რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა დაახლოებით 15 შენობა. როგორც ქუთაისის მერმა განაცხადა, აღნიშნული შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ და მათთვის სააგენტოს ნებართვა ჭირდებათ.

"თამარ მეფის ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო, თუმცა ვერ მოხვდა 15 შენობა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენენ. მათთვის სპეციალური ნებართაა საჭირო. ჩვენ მივაწოდეთ პროექტი სააგენტო და ვუცდით, მათ ნებართვას, რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია. შენობები იერ-სახეს შეინარჩუნებენ, ასევე სპეციალური პროექტი შემუშავდა იმ შენობებზე, რომელთა რეაბილიტაციაც მიმდინარეობს"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი