|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ ნავერიანი ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს გაეცნო (R)

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი ამჯერად, იაღლუჯის ქ. N70–ში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მარნეულში, ე.წ ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრები,  საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებული ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს.

 ეკომიგრანტებთან შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოახსენეს, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ.

 მათი განმარტებით, თვითმმართველობა მაქსიმალურადაა ჩართული იმ იდეის განხორციელებაში, რომელიც ეკომიგრანტებისათვის მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლების აშენებას და ეკოსოფლის დაარსებას გულისხმობს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა გეოლოგიური დასკვნის მომზადება და ტოპო გეგმების შედგენაც.

მაჟორიტარობის კანდიდატი ეკომიგრანტებს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათთვის საცხოვრებელი სახლის აშენების საქმეში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ავტორი: ნიუპრესი