|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანადგომას ვუცხადებ სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს - გიორგი კაპანაძე

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, რომელთა ნაწილმა პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა. მათ გადაუთხარეს მიწები, დაუნგრიეს სახლები, გაუნადგურეს ქონება და ახლა, პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, - აცხადებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კაპანაძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჭიათურელი მაღაროელების მიერ პირის ამოკერვის ფაქტს გამოეხმაურა და კოალიციის სახელით მაღაროელებს თანაგრძნობა გამოუცხადა:

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს ჯორჯიან მანგანეზის და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, რომელთა ნაწილმა, სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით, პირი ამოიკერა და შიმშილობა გამოაცხადა. 

 

მათ გადაუთხარეს მიწები, დაუნგრიეს სახლები, გაუნადგურეს ქონება და ახლა, პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ, რადგან დღეს, ეკონომიკა ეკუთვნის ანტიქართულ ოცნებას და არა - ხალხს. 

ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ, უნდა ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები. 

სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარის კლანის მიერ დაზარალებულებს, უნდა ჰქონდეთ ღირსეული კომპენსაცია. ეკონომიკა უნდა იყოს ხალხისთვის. ამიტომ, 2024 წლის 26 ოქტომბერს, გაიმარჯვებს არა სიღარიბის პარტია, არამედ, ჭიათურელი მაღაროელი, არა ანტიქართული ოცნება, არამედ, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა, გაღარიბდა, ემიგრაციაში წავიდა... არა კლანი, არამედ, საქართველო”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა