ტაქსის კომპანია "მაქსიმის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება
ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება.
თანამშრომლების ნაწილი გუშინ გაიფიცა, ისინი ამ დრომდე არ მუშაობენ. მათი განცხადებით, ტაქსიზე მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვენ. სხვა შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.
გაფიცულები ქალაქში მსვლელობის მოწყობას აპირებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება.
'ქალაქის ფარგლებში მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით შემცირების შემდეგ ზოგიერთმა მძღოლმა შეკვეთების შესრულებაზე უარი განაცხადა. სერვისი დაარეგულირებს სიტუაციას უახლოეს დროში.
მძღოლებმა უნდა გაიგონ, რომ ცვლილებები მათთვის სასიკეთოა. ფასების შემცირების შედეგად გაიზრდება ტაქსის მომსახურებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა. იქნება უფრო მეტი შეკვეთა, შესაბამისად, ტაქსის მძღოლებს ექნებათ საშუალება მიიღონ მეტი შემოსავალი. სერვისის პროგნოზის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ტაქსზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება- ამბობს "მაქსიმის" ხელმძღვანელი დავით ქურჩიშვილი.
მისი თქმით, სერვისის თანამშრომლები ატარებენ მუშაობას მძღოლებთან და უხსნიან მათ ცვლილებების დადებით მხარეს. მალე ჩვეული რეჟიმით გაგრძელდება მუშაობა.
"მაქსიმი" კერძო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა. კომპანია მომსახურეობას დაბალი ტარიფებით ახდენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი